უბედური შემთხვევა თბილისში - 8 წლის ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა
1747627894
ცნობილი ექიმი მარინა ტოტოჩავა, სოციალურ ქსელში თრომბოემბოლიის და ინსულტის განვითარების შესახებ, საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც საუბრობს, თუ რით გემუქრებათ დაზიანებული საძილე არტერია და როგორ შეიძლება სიცოცხლის გადარჩენა და გახანგრძლივება.
„რა არის თრომბოემბოლიით სიკვდილის და ინსულტის რეალური პროფილაქტიკა. როგორ უნდა გამოიცნოთ და შეაჩეროთ სისხლძარღვების, ვენების და არტერიების ათეროსკლეროზი, რომლის ფონი დღეს, თითქმის ყველა დაავადებას ახლავს:
კაცის პოტენციის დაქვეითების მთავარი მიზეზი უკვე გამოკვეთილია.
ნორმაში მყოფი ნაღვლის წვენი, ადამიანის მთავარი მაცოცხლებელია. ფუნქცია დაკარგული ნაღველი, ადამიანის ერთი მთავარი მკვლელია.
ძირითადად, ვისაუბრებ საძილე არტერიებზე. ინსტინქტურად, სკოლის ასაკის ბავშვმაც კი იცის, რომ საძილე არტერიის, თუნდაც, გარედან შეხება და მით უმეტეს, მცირე ტექნიკური დაზიანება ძალიან სახიფათოა. ინსულტი არასოდეს არ იქნება, თუ საძილე არტერია, ათეროსკლეროზულად გადაგვარებული არ არის.
ტვინის სიცოცხლისთვის და ფუნქციონირებისთვის, საძილე არტერიის ჯანსაღ ფორმაში არსებობა, მარტივად შეიძლება შევადაროთ, იმ ერთადერთ მაგისტრალს, რომელიც იზოლირებულ დასახლებამდე, საკვებით სავსე მანქანებს ატარებს.
თუ ეს გზა ჩაიხერგება, იქ მცხოვრებ ადამიანებს შიმშილით გამოფიტვა და დაავადებები ელით. რაც უფრო ფართოა და გაწმენდილი ეს მაგისტრალი, მით უფრო ჯანმრთელი და გამოკვებილი იქნება იზოლირებულად მცხოვრები მოსახლეობა. ამ შემთხვევაში, ტვინის სისხლძარღვები, ნერვული ქსოვილები და ნეირონები.
გარეთა საძილე არტერია იტოტება, საერთო საძილე არტერიისგან, ჩაუდგება წინ, შიგნითა საძილე არტერიას და მიდის ზევით. ერთ მონაკვეთზე კისრის გვერდით, ის იმდენად ახლოსაა გარემოსთან, რომ ხელით შეიგრძნობ მის პულსაციას.
თუ ეს პულსაცია ბევრჯერ გინახავს და შეგიდარებია, მით უმეტეს, ფიზიოლოგიური დეტალების ცოდნის გათვალისწინებით, ადამიანის სასიკვდილო რისკები მაშინვე შეიძლება განსაზღვრო.
ვაგრძელებ გარეთა საძილე არტერიის ტოპ ანატომიის უმოკლეს დახასიათებას. შემდეგ მას გადაფარებული აქვს კანქვეშა კუნთი. უფრო ზედა მონაკვეთში, მას ვიზუალურად, ორმუცელა კუნთი ეფარება.
შემდეგ ის, უფრო ზევით, ქვედა ყბის უკანა ფოსოში ლოკალიზდება. შემდეგ ადის ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში. მსოფლიო მედიცინის სტანდარტით, ყველა „ყბაყურა“ გადატანილ ბავშვს, მთელი ცხოვრება პანკრეასის და მისი დაზიანებით გამოწვეული დაავადებების პრობლემა აქვს.
განსაკუთრებით არტერიების და სისხლძარღვების დაზიანების, პრობლემა აქვს. ასევე ნაადრევად, ჭარბი ქოლესტერინი. შესაბამისად, ეს გარკვეულწილად უკავშირდება, საძილე არტერიის, ყბაყურა ჯირკვლის მიდამოში ლოკალიზებას და ყბაყურას დროს ამ არტერიის გარკვეულ დაზიანებას.
ქვედა ყბის მიდამოდან, დიფერენცირდება, ზედა ყბის არტერია და საფეთქლის ზედაპირული არტერია. გარეთა საძილე არტერიას ურთულესი ტოპ ანატომია აქვს. მას 100 -მდე არტერიული ქვეტოტი გამოეყოფა, რომელთა სრული განხილვა ძალიან შორს წამიყვანდა.
ძალიან საინტერესოა, მაგრამ ტექსტი არ დაიტევს. მხოლოდ, რამდენიმეს განვიხილავ ძალიან შემოკლებით. თითოეული არტერიის ქვეტოტის ანატომიურ ფიზიოლოგიური დაზიანება, უდიდეს და გადამწყვეტ როლს ასრულებს, სხვადასხვა დაავადების მიმდინარეობაში.
როგორი მკურნალობაა, ხშირად ჩვენთან ქრონიკულ რინიტზე -
ანტიბიოტიკი, აეროზოლი, წვეთები. ამ დროს ორგანიზმში მახინჯი იმუნოლოგიური ძვრებია და ბიოქიმიური რეაქციები განსაკუთრებული მოშლით გამოიხატება.
ამ დროს, ჟანგვითი რეაქციები, ისევე როგორც ,განსაკუთრებით, შაკიკის და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, სრულიად გადასული არიან ფიზიოლოგიური რელსებიდან. ჭკვიანი არა ექიმიც კი წარმოიდგენს, ქრონიკული რინიტის დროს, ცხვირის დორსალური არტერიის კედელში ანატომიურად და ფუნქციურად რა დაზიანებებია.
მთავარი ფონი, ქრონიკული რინიტის დროს პანკრეასის კისტური ფიბროზია, საიდანაც წამოსული, მოშლილი და მუტანტური ფერმენტები, ლორწოს გასქელებაში ბაზისურად მონაწილობს, რის ფონზე ცხვირი ეჭიდება.
ცხვირის გაჭედვის კონკრეტული მომენტის ბოლო აკორდია, მჟავა ტუტოვანი რეაქციების აციდოზისკენ გადახრა, ანუ სიმჟავისკენ.
საერთოდ, ნებისმიერ დაავადებულ ადამიანში, მჟავა ტუტოვანი დიაგრამა, არამყარია დღის განმავლობაში. მიღებული საკვების და სტრესის გათვალისწინებით, მისი სხვადასხვა მხარეს მცირე გადახრა ხშირად ხდება, ხოლო ძლიერი გადახრა, ანუ მძიმე აციდოზი, ან ალკალოზი, დაავადებების მწვავედ დამძიმების პერიოდში გამოიკვეთება.
ხშირად ვამბობ, თრომბის მექანიზმების განხილვის დროს, ჯერ სისხლძარღვის, ვენის და არტერიის კედლის გადაგვარება მიმდინარეობს და თრომბი უკიდურესად აგრესიული ხდება.
ყველაფერი ერთად ზიანდება - ბიოქიმია და ანატომიაც. მაგრამ დაავადებების სიმძიმეების გამოხატულება, ანატომიის ნგრევით იწყება. მაპროვოცირებელი ვითარების ფონზე, თრომბი, მობილურ აგრესიულ ემბოლიად, დაზიანებული სისხლძარღვის და არტერიის კედლის დიდი ხელშეწყობით გადაიქცევა.
ასევე კიდევ ავიღებ, მაგალითად, გარეთა საძილე არტერიის შუბლის ტოტს. ის საფეთქლის ზედა არტერიის ერთ-ერთი ბოლო ტოტია და კვებავს შუბლის კანს. შუბლის მიდამოს ტატუირებამ, მოუვლელმა ჭრილობამ, ან გაუწოველმა, თუნდაც, ბავშვობაში მიღებულმა მცირე დაჟეჟილობამ, შეიძლება დროთა განმავლობაში, საძილე არტერიის მთლიანი ღერძის დაზიანება გამოიწვიოს. რისი შედეგიც, ბევრი ნევროლოგიური დაავადებაა, ინსულტის ჩათვლით.
კიდევ განვიხილავ, მაგალითად, საძილე არტერიის ტოტს სოლისებრი - სასის არტერიას. ის იტოტება ცხვირის უკანა და მკერდის არტერიებად. ისინი დიდი ზომის ტოტებია, რომელიც კვებავენ ცხვირის შუა და ქვემო ნიჟარების ლორწოვან გარსს და ცხვირის ღრუს კედლებს. ხოლო ცხვირის ძგიდის უკანა არტერიის ტოტი, სისხლით კვებავს ცხვირის ძგიდის ლორწოვან გარსს.
იმუნოლოგ-ალერგოლოგი, როცა ალერგიულ ქრონიკულ რინიტს მკურნალობს, მხოლოდ, ხელოვნური იმუნოლოგიური კომპლექსებით ადამიანის „გარობოტებაზე“ არ უნდა ესწრაფოდეს. ასე რომ რინიტი, თუ მსუბუქი ფორმაა შემთხვევით, მხოლოდ, სხვა გარემოებების გამო მორჩება.
ისე კი, ამ გზით, ბოლომდე არასოდეს მორჩება. ამ მეთოდს, თანდათან უფრო იწუნებს ევროპული მედიცინა. ადამიანი, ბუნების ნატეხია, მის ჯანმრთელობას მხოლოდ, ნატურალური საკვები და ნატურალური მედიკამენტები აღადგენენ.
ქიმიური მედიკამენტებით მკურნალობას, მხოლოდ მწვავე მდგომარეობიდან გამოჰყავს ადამიანები. მწვავე მდგომარეობიდან გამოყვანა, ადამიანის მორჩენა არ არის. სრული გაჯანსაღება მაშინ ხდება, როცა ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები, თავის პირვანდელ სახეს უბრუნდებიან.
ეს ფორმულები ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების, მჟავების და სხვა ბუნებრივი ნივთიერებების ბალანსია. შემადგენელი რეაქციების ნატურალური ბიოქიმია თუ არ აღდგება, ადამიანი დიდხანს ვერ იცოცხლებს.
ადამიანის მორჩენის და დიდხანს სიცოცხლისათვის არტერიების, ვენების და სისხლძარღვების, ანატომიურ-ფიზიოლოგიურ სტატუსში შემადგენელი ბიოქიმიური რეაქციები, სწორ კალაპოტს უნდა დაუბრუნდნენ.
საძილე და გულის არტერიის კედელი, მხოლოდ ასე გადრეკადდება, აღარ შევიწროვდება, ქოლესტერინის ნადებს აღარ მიიკრვას, თრომბებს აღარ ჩაისახლებს, ანუ ათეროსკლეროზულად აღარ გადაგვარდება და ინსულტის და ინფარქტის შანსი არ ექნება.
ასევე კიდევ განვიხილავ, მაგალითად, გარე საძილე არტერიის სხვა ტოტს, კერძოდ, კბილბუდეთა ქვემო არტერიას. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სისხლძარღვია, რომელიც ქვედა ყბის ხვრელსა და ქვედა ყბის არხში მთლიანად ბატონობს მიმდინარე ფიზიოლოგიას და ბიოქიმიაზე.
ეს კბილბუდეთა ქვემო არტერია და მისი ურიცხვი ტოტები, ანატომიურად მოედინებიან სახეზე და სისხლით კვებავენ ტუჩის ქვემო და ტუჩის ზემო არტერიებს. კბილის ამოღებისას, ანესთეზიის დროს, ამიტომ ხდება ყველაზე მეტად და სწრაფად ტუჩების მგრძნობელობის დაკარგვა.
სახის ნერვის პარეზის, ინსულტის უამრავი ნევროლოგიური დაავადებების პროვოცირებაში, ერთ დიდ მიზეზად, უხშირესად არაპროფესიონალურად დაპლომბილი კბილია, ასევე, არასწორად გაკეთებული პროთეზირება.
ასთმური ბრონქიტების პროვოცირებაში, ხშირია ამ ტოტის სპაზმი. უფრო სწორად, ბევრ შემთხვევაში, ასთმური ბრონქიტი რეალურად არ არის, მსგავსი ჩივილებია ასთმური მექანიზმის გარეშე. რეალურად, მხოლოდ ამ არტერიის ტოტის სპაზმია. ადამიანის კუჭი კი, ტყუილად ივსება ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
შაკიკი, თავბრუდახვევა, ტინიტუსი, თავის მცირე ტკივილები, მხედველობის მცირე დაკლება, წნევა, სიარულის ან მეტყველების მყარი მანერის დაქვეითება - ამათგან ერთი მაინც თუ გაქვთ, აუცილებლად გჭირდებათ საძილე არტერიების კომპიუტერული ანგიოგრაფია.
ძალიან შეფარდებითი მცნებაა - ასაკობრივი დაქვეითება მხედველობის. ბევრი ადამიანი ვიცი, სათვალეს ასაკში არ იყენებს. ნებისმიერ ასაკში მხედველობის დაქვეითება, თავის ტვინის არტერიების და სისხლძარღვების პრობლემაა.
ნუ დაეყრდნობით მკურნალობის „კერენსკის“ დროინდელ ვარიანტებს, რომლებიც სამწუხაროდ, კიდევ შემორჩენილია და მთავარ სათავო მიზეზებს არ ითვალისწინებს. მცირე თრომბზე საჭიროა, თერაპიული მკურნალობის თანამედროვე დონე, ხოლო უფრო დიდი ზომის შემთხვევებში, აუცილებელია ქირურგიული სანაცია არტერიის, რომ ინსულტის შანსი მინიმუმადე დავიდეს.
ქირურგიული ჩარევა და სტენტირება რომ მოხდეს თერაპიულად, პარალელურად, ბიოქიმიური რეაქციების აღდგენა და ფიზიოლოგიის გამოსწორება, მაინც მკვეთრად აუცილებელია.
არ არის საკმარისი და საშიშია მხოლოდ, გამათხელებლის მიღება. ქირურგიული ჩარევით, დროებით ისპობა საშიშროება, მაგრამ მიზეზი არ ქრება, რაც კიდევ განმეორდება უწყვეტად. ფიზიოლოგიური რეაქციები, თერაპიულად უნდა დალაგდეს. რასაც დიდი დრო სჭირდება.
ტექნიკური დახმარება თუ საჭიროა და არ მოხდა, საძილე არტერიის სანათური დაცობა. მსხვილი ემბოლები თუ არ არის, ბიოქიმიური რეაქციების თანდათანობით აღდგენა, ყოველთვის იძლევა შედეგს.
ქირურგიული ჩარევა მხოლოდ, მსხვილი ემბოლებით და ათეროსკლეროზული ფოლაქის სიჭარბის დროს უნდა. საძილე არტერიების ათეროსკლეროზის მკურნალობა და სისხლის ნორმული მიკროცირკულაციის აღდგენისთვის მცდელობები, ეს არის სიცოცხლისათვის რეალური ბრძოლა.
საძილე არტერიები და გულის მსხვილი მკვებავი სისხლძარღვები უნდა შეიმოწმოთ. თუ მატერიალური შესაძლებლობა სულ არ არის, ნაცნობი გამოცდილი ექიმი, ამ მდგომარეობის სიმძიმეს ჩივილებით და პულსაციითაც შეაფასებს. თვალის ფსკერის მიმოხილვითი დათვალიერება, საძილე არტერიების დარღვეულ პანორამას მთლიანად ავლენს.
აუცილებელია გაიკეთოთ - ექოსკოპია, დუპლეკს სკანირება და CT კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT). აუცილებელი და სასიცოცხლოა მკვეთრად განვასხვაოდ გონების მეტაბოლური კარგვა და თრომბული მექანიზმის, ვიზუალურად, თითქმის, იგივე გამოხატულების პრეცედენტი.
მეტაბოლური გულის წასვლის დროს, სრული გათიშვა არ არის და მხოლოდ წამიერი ბუნდოვნებაა. დააკვირდით, მეტაბოლურ გულის წასვლას, გონების დაბინდვა ახლავს და არ ახლავს თუნდაც, წამიერი, გონების სულ დაკარგვა.
ამას არა ექიმები და დამწყები ექიმებიც ვერ ასხვავებენ. ანუ, თუ გულის წასვლას თუნდაც, წამიერი გონების ბოლომდე დაკარგვა ახლავს და არა მხოლოდ გაბუნდოვნება, ეს ნამდვილად არ არის მეტაბოლური გულის წასვლა და თავის ტვინში ემბოლები და თრომბებია საძიებელი ძალიან სწრაფად.
თუ არ გამოიძიებთ, ეს ცუდად შეიძლება დამთავრდეს. ბევრი მაგალითია ამის. იმ წამების შეჯამებაში, უნდა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან სრული გათიშვა და გაბუნდოვნება.
ეს სასიცოცხლოა, თუ სრული გათიშვა იყო, ადამიანი შეიძლება მალე დაიღუპოს შესაბამისი დახმარების გარეშე. თუნდაც, ის იყოს ძალიან ახალგაზრდა და თუნდაც, ჩივილების მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდეს.
სამი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში. არცერთი არ იყო ჩემი პაციენტი, მხოლოდ შეკითხვა დამისვეს. როცა დავაკონკრეტებინე და დავადგინე, რომ ბუნდოვნობა არ იყო და სრული გათიშვა იყო, სამივეზე შემაწუხებელი განგაში გამოვაცხადე, სამივე ოჯახი შევაწუხე რეკვით, გაფრთხილებით და ხალხის მიგზავნით.
მოსალოდნელ შედეგებს მაქსიმალურად ვამუქებდი. ერთ შემთხვევაში ექიმი შემეკითხა, ორში კი, პაციენტის ოჯახის წევრი. მეორე დღიდან აქტიური და შრომისუნარიანი იყვნენ და ამიტომ არ მიაქციეს ყურადღება.
ამ დეტალზეც ვუმტკიცებდი, რომ არაფერს არ ნიშნავდა, მეორე დღიდან შრომისუნარიან სტატუსში დაბრუნება. ორი, ამათგან ახალგაზრდა იყო, ერთი საშუალო ასაკის. პრინციპში ერთმა დამიჯერა და „კატე“ (CT კომპიუტერული ტომოგრაფია) გადაუღია. მაგრამ, რადიოლოგის კარგი დასკვნის სწორი გაანალიზება ვერ მომხდარა .
უთქვამთ, არაფერია ამ სურათზე საშიშიო. სამივე გარდაიცვალა, 6 თვის მასშტაბში. ვინც კატე გადაიღო, ის სამ კვირაში. ამიტომ ვცდილობ, რომ გასწავლოთ სიცოცხლის გზები, ამ კრიტიკული სიტუაციის დროს.
ჰემორაგიული ინსულტი ინვალიდობით, ან ცუდი შედეგით მთავრდება მაქსიმალურ პროცენტში. იშემიური ინსულტის მსუბუქი ფორმა, ზოგ ადამიანს ისე აქვს გადატანილი, არც კი იცის. ის უფრო მოდუნებულად საუბრობს; რაღაც ავიწყდება; ხან სიტყვები ეშლება; ლაპარაკის ტემბრი არა მკაფიოა, თითქმის მიძინებული.
ამ თემას, ბევრი შტრიხი აქვს, მაგრამ მთავარი მომენტები უნდა იცოდეთ, თავი რომ დაიცვათ. ამ მომენტებს, ასე არავინ არ გაგიშიფრავთ. ერთი სიტყვაც არ მითქვამს მედიცინის სფეროში ცხოვრებაში, თუ ის მსოფლიო თანამედროვე მედიცინის სტანდარტი არ არის და თან საკუთარ პრაქტიკაში დამტკიცებული არ მაქვს.
როგორც ახალშობილის ძვალს და მოტეხილობის პროფილაქტიკას, ისე უნდა გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს, ნებისმიერ ასაკში. 110-ის ან 20 წლის ადამიანი, ჩემთვის, ზუსტად ერთნაირად სადარდო და საპასუხისმგებლოა.
ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლის ბოლო ზღვარი, არავის დაუწესებია. ხანდაზმულის განსაკუთრებული მომსახურების შეზღუდვა, მხოლოდ მდაბიო აღზრდის ადამიანს შეუძლია .
სიცოცხლის ხარისხი და ხანგრძლივობა, პირდაპირპროპორციულია ტვინის საძილე და გულის მკვებავი არტერიების ანატომიურ-ბიოქიმიურ მდგომარეობასთნ. ტინიტუსს ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ ყველა ადამიანში, რომლებიც ამ დაავადებით ავადობენ, ერთი დიდი მსგავსებაა - ეს არის ათეროსკლეროზულად გადაგვარებული საძილე და გულის მკვებავი, მსხვილი არტერიები.
არტერიების ამ მდგომარეობის ფონზე, ტვინში, ყოველ დღე ათასობით ნეირონი იღუპება. ადამიანის სიცოცხლის გასაღებია, დარღვეული ბიოქიმური და ფიზოლოგიური რეაქციების აღდგენის დაწყება.
ამ ფონზე, ნეირონები აღდგენას იწყებენ და რღვევა შენელდება. ანგიოქირურგმა უნდა განსაზღვროს სტენტირების აუცილებლობა. აუცილებელია ჭარბი ქოლესტერინის, არა სტატინებით მიმალვა, არამედ მოშლილი ფიზიოლოგიური რეაქციების დარეგულირება.
ჰომოცისტეინის და სხვა, არტერიებზე ტოქსიკურად ზემოქმედი ნივთიერებების მძიმე მეტალების, თავისუფალი რადიკალების განეიტრალება. სწორედ, ესენი არიან არტერიების და სისხლძარღვების კედლების მთავარი დამზიანებლები.
განსაკუთრებით, თავისუფალი რადიკალები და მძიმე მეტალები. პირველი, რასაც ვაკეთებ, პაციენტის მდგომარეობის გაანალიზების დროს დანიშნულების გამოყვანამდე, მისი ანალიზების და ჩივილების მიხედვით დავადგენ და ჩამოვწერ ამ ადამიანზე, კონკრეტულად, რომელი მძიმე მეტალი და რომელი თავისუფალი რადიკალი ზემოქმედებს. ყველას თავისი გამანეიტრალებელი ანტიდოტი ჰყავს, რომელიც ეფექტურად მუშაობს ბიოქიმიის გამოსწორების ფონზე.
არტერიებში თრომბი, ან ათეროსკლეროზული ფოლაქი ნიშნავს, ორგანიზმის სასიცოცხლო ფორმულის მწყობრი ბიოქიმიური რეაქციების სრულ გაუკუღმართებას და თანდათან კვდომას. არტერიების კრიზისს, რომელიც საშიშ გართულებებამდე მიდის, შეაჩერებს მხოლოდ, ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური რეაქციების თანდათან დარეგულირება.
ზოგადად, ათეროსკლეროზი ნიშნავს - არტერიების კედლების კალცინირებას, გასქელებას, შევიწროებას და სისხლის მიმოქცევის მოშლას.
თუ წინა ეპოქაში არტერიები და სისხლძარღვები, 50 წლიდან შედიოდა რისკის ჯგუფში, ახლა ეს 30 წლიდან ითვლება. უფრო მეტიც, ძალიან ბევრი ეს დიაგნოზი, იწერება, სკოლის ასაკში.
ყველა ჭარბწონიანი ბავშვი ამ რისკის ქვეშ არის. ასევე, სხვა დაავადებებით დაავადებულები. თანამედროვე მედიცინაში სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზის დიაგნოზი, ზოგჯერ, ახალშობილებშიც იწერება.
ქოლესტერინის სიჭარბე, დღეს მოსწავლეებშიც ხშირია. ევროპული სტანდარტით, 35 წელი განსაკუთრებულ რისკად დასახელდა, რადგან ფიზიკური პასიურობა, თანამედროვე ეპოქაში წესად ჩამოყალიბდა.
ჭარბი ქოლესტერინი, სისხლძარღვების და არტერიების შიგა გარსზე გროვდება. ის შედგება დარღვეული ბიოქიმიური რეაქციებიდან გამოშლაკული ნივთიერებებისგან, ცხიმისგან, კალციუმისგან, შეწებებული ერითროციტების და თრომბოციტებისგან.
ამ მასების გამსხვილების შედეგად, მიიღება ათეროსკლეროზული ფოლაქები. აქედან მოწყვეტილი თრომბული ემბოლა, თუ გულისკენ გაემართება და დაეცობა, ინფარქტია. თუ ტვინისკენ ინსულტია.
თუ სიარულის შემდეგ ფეხის წვივები აგტკივდება, ხოლო შესვენების შემდეგ, ტკივილი გაქრება, ეს ნიშნავს, რომ ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი გაქვთ.
ათეროსკლეროზის კვლევა, უპირველესად, სისხლის ბიოქიმიური ანალიზით იწყება. რადგან სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი არის, ბიოქიმიური რეაქციების მოშლის შედეგი. განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება გმართებთ ამ შემთხვევაში, როგორც ხშირად გაფრთხილებთ - თუ მშობელს ინსულტი, ინფარქტი, ანევრიზმა, ქოლესტერინის სიჭარბის გახანგრძლივება, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადება, პანკრეასი, ან დიაბეტი აქვს.
უნდა იჩქაროთ მკურნალობა, თუ ცხოვრების არასპორტული წესი, დიაბეტი, ან სიმსუქნე გაქვთ. რაც უფრო ვიწროვდება ქვემო კიდურების გადაგვარებული არტერია, იმატებს ჩივილები - ფეხის გაციება და მისი კანის დასკდომა.
თუ მუცლის მეზენტერიალური არტერიის ათეროსკლეროზია, ადამიანს აქვს კუჭის უცებ აშლის ეპიზოდები. ბუნებრივია, ეს სეროტონინის სინდრომის სიმპტომია, მაგრამ არ უნდა მოაქციოთ, მხოლოდ, ამ ჩარჩოში. რადგან სეროტონინის სინდრომი, ჯანსაღი ღვიძლის და ჯანმრთელი არტერიების დროს, არავის არ ემართება.
კვების შემდეგ ჭიპის ტკივილი ყოველთვის გასტრიტს ბრალდება. მაგრამ თუ მუცლის ხსენებული არტერიის ათეროსკლეროზია, კვების შემდეგ, ხან ჭიპის ირგვლივ ტკივილი მისი დამახასიათებელიცაა.
არტერიების ასეთი დაზიანების დროს, ყველა დაავადების, მით უმეტეს დიაბეტის, ჰომოცისტეინის სიჭარბის, ქოლესტერინის მატების, შაკიკის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, ფარისებრის პრობლემების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების მართვა ბიოქიმიურ რეაქციებზე დაკვირვებით, სასიცოცხლოა.
სიარულის მანერა თუ მცირედ შეგეცვალათ; ძალიან დაბალქუსლიანი, თითქმის, უძირო ფეხსაცმლით კიბეზე თავისუფლად ასვლა თუ გაგიჭირდათ; ყოველ დილით თავის ქალაში მცირე, მაგრამ უსიამოვნო დისკომფორტი გაქვთ, რომელსაც ყავის დოპინგი ანეიტრალებს; სიტყვები ხან თუ გეშლებათ, თავბრუდახვევა გამოჩნდა; ტინიტუსი გაწუხებთ, აუცილებლად მიხედეთ საძილე არტერიებს.
ასევე არ გაატაროთ დაბნეულობა და მოუხერხებლობა თუ მოგეძალათ; დაბუჟება, ცალ თვალში მეტი სინათლის დეფიციტი; თავში პერიოდულად, თუნდაც ერთ წერტილში მოჭერის შეგრძნება.
დაზიანებული ნაღვლის ბუშტი, ნიშნავს, საძილე არტერიების პერმანენტულ განადგურებას. შესაბამისი ნივთიერებების სრული შემცველობის და რითმული დინამიკის ნაღველი, გარანტია იმისა, რომ ტოქსიკური ნივთიერებები გარეთ მუდმივ რეჟიმში გამოძევდეს და არ დაილექოს არტერიებზე.
როგორც სულ ვიმეორებ - კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიმღები ღვიძლი და სანაღვლეა. ნაღველია სიცოცხლის ორგანიზატორიც და დაავადებების დამართების შემოქმედი და მაუწყებელიც. ოღონდ, გააჩნია რა მდგომარეობაშია ის.
თუ ნაღვლის ბუშტი არ გაქვთ, ყველა ამ ფუნქციებს ღვიძლი იღებს თავის თავზე. ჯანმრთელი ნაღვლის ბუშტი ორგანიზმის მუდმივი მწმენდავია. შენელებული და ნორმაზე მეტად გამოლექილი ნაღველი კი, გზაა დაავადებებისკენ.
ექოზე, ხშირად რეაქცია არ არის ნაღვლის ჭარბ ნალექზე. ბევრს ეს უმნიშვნელოდ მიაჩნია. ეს უდიდესი სიგნალია. ეს პარალიზებული ნაღველია. სწორედ ის, რომელიც თრომბების შექმნაში ფიზიოლოგიური ინიციატორია.
გაფუჭებული, ჭარბად გამოლექილი ნაღველი, მუდმივად მიემართება გულის მკვებავი და ასევე, ტვინის საძილე არტერიებისკენ და მათ საბოლოო დახშობაში უდიდეს, მთავარ როლს ასრულებს.
ხშირად ვამბობ, ბუნებაში არ არსებულა ინსულტიანი და სხვა ტიპის თრომბული პრობლემებით ადამიანი, ნაღვლის ბუშტის დაზიანება რომ არ ჰქონოდა ფონად.
ყველაფერი, რაც საძილე და სხვა არტერიების კედლებს აჯანსაღებს, ყველა ის ფერმენტი და ნივთიერება ღვიძლში წარმოიქმნება და სანაღვლეს გზას გაივლის. რადიოლოგიური მონაცემების არასრულფასოვანი შეფასება ადამიანებს აზიანებს.
ნაღვლის ნალექის სიჭარბე როცა ექოზე გამოიკვეთება, ექიმმა, დიდი სამზადისი უნდა დაიწყოს, არტერიების გადასარჩენად. ჯანსაღი შემადგენლობის და რითმული დინამიკის ნაღველი, ადამიანის სიცოცხლის მთავარი გარანტი და დაავადებების ამცილებელია.
მხოლოდ, ამ შემთხვევაში აქვს მას ორგანიზმის წმენდის უნარი. ხოლო დაზიანებული, ფუნქცია შელახული, პარალიზებული ნაღვლის გამოლექილი მასა, ადამიანების პირდაპირი მკვლელია. დაზიანებული ნაღვლის ნალექის ელემენტები, მთავარი შემადგენელია თრომბული მასების.
ნაღველი რომ თავის დინამიკას დროში ჩამორჩება, ის უკვე თანდათან ჩირქად იქცევა. როგორც ხშირად ვამბობ, ბოლომდე გაჩერებული გული ამუშავებულა. მაგრამ ბოლომდე გაჩერებული ნაღველი სიკვდილის ფაქტის დასტატუსებაა.
როცა ექიმს შეუძლია, მარტივი ჩივილით ბევრი რამ გამოიცნოს, ექოზე უადგილოდ გამოლექილმა ჭარბმა ნაღველმა, როგორ არ უნდა დაგაფიქროს. ხშირად ისმის კითხვა, რით გავიწმინდო ორგანიზმი? ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს თუ არ უმკურნალებ, ასევე ორგნიზმზე მოქმედ მავნე ფაქტორებს, თუ არ გაანეიტრალებ, ყველა გაწმენდა დროებითი იქნება.
ამ ეპოქის ერთი დიდი უბედურება ის არის, რომ დღეს ნებისმიერი არასაჭირო და არამიზანმიმართული წამლის დალევასაც მკურნალობა დაერქვა.
ფილტვს კიბოს დროს, როცა ფონურად ძალიან დაზიანებული ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ქიმიას ვერ უძლებს და ორგანიზმს აპოპტოზის უნარი არა აქვს, ადამიანის უეცარი სიკვდილის მიზეზი არის ღვიძლიდან წამოსული სწრაფი ემბოლას გაჭედვა, ათეროსკლეროზულ საძილე არტერიაში.
ეს სიკვდილი, საკმაო ხანს არ იქნებოდა, საძილე არტერია ათეროსკლეროზული რომ არ ყოფილიყო, მოშლილი ღვიძლისა და სანაღველე გზების გამო.
თავის პერიოდული ტკივილის დროს, საძილე არტერიების სტენოზია. დროში უმკურნალოდ, ეს შევიწროება უფრო ძლიერდება და ჩივილები და დაავადებები მოიმატებს. ხოლო, შაკიკი და ტინიტუსი დიდი სიგნალებია, რომ საძილე და სხვა არტერიებიც დეგრადირებულია და ტვინი თანდათან კვდომას იწყებს.
კოჭთან შეშუპებაში, დიდი მონაწილეობა აქვს, ყველა არტერიის ათეროსკლეროზს და საძილე არტერიების დაზიანებას.
წნევას რამდენიმე მიზეზი აქვს, მაგრამ საძილე არტერიის სანაციის გარეშე, ის არ დარეგულირდება. ინსულტს, ყველაზე მეტად, საძილე არტერიების გაჯანსაღებით შეაჩერებ. საძილე არტერიის დალაქავება, არის პირდაპირი ხიდი ინსულტზე.
დახშულ და ხალხმრავალ დარბაზში სუნთქვა გიჭირთ და თავი აგტკივდათ? სიცხეს ვერ იტანთ? სამზარეულოში ორთქლის მატებაზე თავში დისკომფორტია? საძილე არტერიები დალექილი და შევიწროებულია და ამ ფონზე ტვინის სისხლით და ჟანგბადით მომარაგება შემცირებულია.
აშკარად რომ შემცირდა ჟანგბადი, ტვინმა უკვე მკაფიოდ იყვირა. ვთვლი, რომ ყველაზე მეტ სიკეთეს, რასაც ოჯახს ვუკეთებ, ეს არის დილით ადრე ადგომა და ფანჯრების გაღება. ამ საკითხზე ბევრჯერ მისაუბრია. იცოდეთ ეს სასიცოცხლოა, მუდამ ეძიეთ სუფთა ჟანგბადი. ნუ გაჩერდებით გაუნიავებელ ოთახში. ქრონიკულ ვითარებაში, ეს დროებითი სასიცოცხლო წინსვლაა.
საძილე და საერთოდ, სისხლძარღვების და არტერიების ათეროსკლეროზი, ყველაზე შემპარავი და ქურდი მკვლელია ადამიანის. ადამიანი, ზოგჯერ თითქმის ჩივილების გარეშე დადის და თან სიკვდილს დაატარებს.
პირველადი ჯანდაცვის მთავარი ამოცანა, ეს უნდა იყოს. ჯანდაცვის ხარჯები, უპირველესად აქ უნდა იხარჯებოდეს. სისხლძარღვების და არტერიების სიჯანსაღის კონტროლი და საშიშროების დროული გამოვლენა გარანტირებული სიცოცხლეა. სიკვდილის უკან დახევა და სიცოცხლის გამარჯვებაა.
მოსახლეობის სიკვდილის მასიური შეჩერება, მხოლოდ ამ გზით მოხდება. მოსახლეობის ამ საკითხზე ორიენტირებულობის და სიცოცხლის გადარჩენისთვის, ჯანდაცვამ, დახმარების ხერხები უნდა დააკონკრეტოს.
სტატისტიკურად, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი, ათეროსკლეროზისგან განვითარებული შედეგების გამოა. სიკვდილის გამოცხადებული რისკით არ უნდა დადიოდეს ადამიანი, რომლის ჯანდაცვაში სახელმწიფომ რაღაც ფული ჩადო. პრიორიტეტების სწორად შეფასება და ყველაზე ძლიერი რისკების გათვლა, ჯანდაცვის მენეჯმენტის მთავარი მოვალეობაა.
გახსოვდეთ, როგორც მაღალი, ისე დაბალი წნევა, საძილე არტერიის დიდი პრობლემა და რისკია. სტატისტიკურად, ამ ეპოქაში, განსხვავებით წინა პერიოდისა, დაბალი წნევის ფონზე, ინსულტის რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე მაღალი წნევის ფონზე.
დღეს უამრავი ადამიანი ურეაქციოდ დადის, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის, რაღაც დონით. ხშირი პასუხია ამაზე, რომ ეს არაფერია. საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის გამოხატულებაა. დეტალების შეფასება, ხშირად, პირველად ჯანდაცვიდან არ ხდება.
საშიშროება კი, ყოველთვის დეტალებშია. მოშლის ხარისხი, შეიძლება სტრესმაც გააძლიეროს. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ღრმა მოშლას და იშემიურ ინსულტს, ერთი და იგივე მექანიზმი აქვს.
იშემიური ინსულტი ათეროსკლეროზულ სისხლძარღვში გაჩხერილი თრომბია. ხოლო ჰემორაგიული - ამ თრომბისგან თავში გახეთქილი სისხლძარღვი.
თავის ტვინში მიმოქცევის მსუბუქიდან ღრმა მოშლამდე, დიდი დრო არ არის, რადგან დამზიანებელი მექანიზმები ჩართულია.
თუ ყურებში ხმაურია, ან თავში უსიამოვნო შეგრძნებაა, დილით ყავისგან შველას ელით და თავს იტყუებთ, თვალის წინ შავ წერტილს გაურბენია, ან მხედველობა მცირედ მაინც დაქვეითდა; ზოგჯერ, რაღაც გავიწყდებათ, პერიოდულად სუსტად ხართ ან გაღიზიანებული - ეს არის, მკვეთრად გამოხატული საძილე არტერიების ათეროსკლეროზი.
ყურებში ხმაური, ტვინის მიერ გამოცხადებული განგაშია და გამცნობს, რომ არტერიები, ვენები, სისხლძარღვები და მთელი ნერვული წნული ფიზიკური დეგრადირების, ბიო ქიმიური მოშლის და უკიდურესი დაშლაკვის გამო, უკვე თითქმის ამოვარდნილია, ჯანმრთელი სასიცოცხლო სისტემიდან - ის შველას ითხოვს.
თანამედროვე მედიცინაში, ყველა მდგომარეობის თანდათან გაუმჯობესება, რეალურად შესაძლებელია“, - წერს ტოტოჩავა.