გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
პოლიფარმაციის მართვის მიზნით 2018 წლის 16 ივლისიდან ექიმის დანიშნულების გადამოწმების ახალი ინსტრუმენტი მოქმედებს.
საქართველოში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, მედიკამენტების გამოწერისას არსებობს სხვადასხვა სახის რისკები. ერთ-ერთი ასეთი რისკია პოლიფარმაცია - დიდი რაოდენობით მედიკამენტების საჭიროების გარეშე დანიშვნა და მიღება. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ყოველი 20 რეცეპტიდან 1 შეიცავს შეცდომას მედიკამენტების რაოდენობის მიმართულებით. ექიმის დანიშნულების გადამოწმება დამატებით უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს.
ელექტონული რეცეპტების სისტემაში შესვლა შეგიძლიათ აქ - https://eprescription.moh.gov.ge/login.php
პირველი გზა: აირჩიეთ ველი „დანიშნულებები“, აირჩიეთ ქვეგვერდი „ვიზიტი“, სასურველი ვიზიტის მონიშვნის შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გამოჩნდება კლავიშა „განაცხადი განხილვაზე“, რომლის არჩევით იწყება განაცხადის შექმნა ამ ვიზიტის შესაბამის თარიღში გამოწერილი მედიკამენტების ერთობლიობაზე.
ამის შემდეგ გამოდის არჩეული მედიკამენტის/ვიზიტის შესაბამისი მედიკამენტების ჯგუფი, რათა კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ, სწორად აირჩიეთ თუ არა სასურველი დანიშნულება. კლავიშით „გაგრძელება“ გადავდივართ განაცხადის ფორმაზე, სადაც მითითებულია განაცხადის სტატუსი (ენიჭება ავტომატურად). თქვენ თავად ირჩევთ უკუკავშირის მეთოდს (ტელეფონი, ელ.ფოსტა) და უთითებთ სათანადო ინფორმაციას. ასევე, აუცილებლად უთითებთ მკურნალობის სტატუსს (მკურნალობა მიმდინარეობს/არ არის დაწყებული). კლავიშა „დადასტურებით“ სრულდება განაცხადის შექმნა.
აღნიშნული გზებით შექმნილ ყველა განაცხადს ენიჭება ნომერი, რომელიც ჩანს დანიშნულებებში ვიზიტების ქვეგვერდზე თუ რეცეპტი არ არის გამოწერილი ელექტრონულ ფორმატში, დანიშნულების ფურცელი წარმოადგინეთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ რაიონულ ფილიალში, სადაც ოპერატორი დოკუმენტს ელექტრონულად ატვირთავს ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტბრუნვის სისტემაში და თქვენი დანიშნულების ფურცელი ამ გზით გადაიგზავნება პოლიფარმაციის შემსწავლელ სამუშაო ჯგუფთან.
ცხრილში ჩანს ყველა განაცხადი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ნომრები. აქვე ჩანს „განაცხადის შემდეგი სტატუსები: „გაგზავნილია“ ან „ხელმეორედ გაგზავნილია“ ნიშნავს, რომ განაცხადი ჯერ არ არის განხილული; „რეაგირებულია-არ სჭირდება/სჭირდება კორექცია“ ნიშნავს, რომ განაცხადი განხილულია სამინისტროს სამუშაო ჯგუფის კლინიკური ფარმაკოლოგის მიერ და გამოტანილია შესაბამისი რეკომენდაცია. ასევე ჩანს „ექიმის სტატუსი“, რომელიც აღნიშნავს ექიმის მოსაზრებას (ვეთანხმები/არ ვეთანხმები) სამინისტროს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციასთან დაკავშირებით.
თუ დანიშნულება ატვირთული გაქვთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალიდან, დასკვნისთვის კვლავ მიაკითხეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალს, სადაც მიიღებთ პოლიფარმაციის ჯგუფის რეკომენდაციას დანიშნულების თაობაზე („დანიშნულებას სჭირდება კორექცია/დანიშნულებას არ სჭირდება კორექცია“. იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულებას სჭირდება კორექცია, მითითებული იქნება შესაბამისი კრიტერიუმი, ხოლო მის გასწვრივ ჩაწერილ დანიშნულებაში კონკრეტული პროდუქტ(ებ)ის ნომერი/რიგითობა).