პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მარტოხელა დედის შესახებ წერს, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება.
„ახალგაზრდა დედაა, ორ შვილს უზრდის საქართველოს, 10 და 12 წლის ვაჟკაცებს. მარტოხელა დედაა. არც დამხმარე ჰყავს ვინმე და არც მეტ-ნაკლებად შეძლებული ნათესავი, რომ ხელი გაუმართოს. ვიცნობ პირადად, წესიერი, მორწმუნე ადამიანია. ამ უკიდეგანო გაჭირვების გამო, თბილისიდან ქუთაისში გადასახლდნენ. ნათესავმა შეიკედლა. საკუთარი ბინა არა აქვთ.
ჩემს კოლეგას დათო ლიკლიკაძეს მიმართეს და დათო, რომელიც გულისხმიერებით გამოირჩევა, დაეხმარება, რომ დედამ მუშაობა დაიწყოს, მაგრამ ვიდრე სამსახურს დაიწყებს და ხელფასი ექნება, ამ ბავშვებს სჭირდებათ ყოველდღიური გზის ფული (სოფლიდან დადიან ქუთაისში, სკოლაში) საკვები, ტანსაცმელი.
ცხადია, მე წლებია შეძლებისდაგვარად ვეხმარები, მაგრამ ყველაფერს ვერ ვწვდები. იქნებ მომწეროთ პირადში, ვისაც ან საკვებით, ან ტანსაცმლით ან წიგნებით დახმარება შეგიძლიათ და დაგაკავშირებთ ამ ოჯახს. დიდი მადლობა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არაა ერთადერთი ოჯახი, რომელიც ამგვარ მდგომარეობაშია“, - წერს ირმა ინაშვილი