როგორ უნდა დავიცავთ თავი ქვეწარმავლებისგან - შველის თუ არა გოგირდის დაწვა

გველი

ქვეწარმავლების სეზონი და აქტიურობის პერიოდი ზაფხულის დადგომასთან ერთად უფრო იმატებს. ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი განმარტავს, როგორ უნდა დავიცავთ თავი ქვეწარმავლებისგან.

იგი საზოგადოებაში გავრცელებული მითების შესახებაც საუბრობს. 

„არსებობს მოსაზრება, რომ მათ სუნზე გველი ადგილმდებარეობას ტოვებს რეალურად ამ თემასთან დაკავშირებით ხალხში არსებობს არასწორი შეხედულება, ამ კუთხით, მეცნიერებისა და სპეციალისტების შეხედულება ორაზროვანი არ არის. ნამდვილად ყველამ ვიცით, რომ მსგავსი საშუალებები არ მოქმედებს ქვეწარმავლებზე. გოგირდის მოყრა, გოგირდის დაწვა, საბურავების დაწვა არანაირად გრძელვადიან ეფექტს არ იძლევა, არც მოკლე ვადიანს. ცეცხლს, რომ დაანთებთ და საბურავებს დაწვავ, იმ მომენტში გარშემო რაც არის ყველაფერი გაიქცევა, მაგრამ ხვალ, ზეგ და ა.შ. ამ საშუალების გაკეთებით გველი არ მოვიდეს ეგეთი რამე არ არსებობს.

რეალურად ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ საშუალებები, რაც ბუნებაში არსებობს თითქმის ყველა არაეფექტურია. ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგი არაფერს აქვს. ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემო სადაც ვიმყოფებით, აგარაკი იქნება, ეზო თუ საკუთარი სახლი იყოს მოვლილი, მოწესრიგებული. ყველა შემთხვევაში ბალახი მოთიბული უნდა იყოს, დაბალ ბალახში ქვეწარმავალი თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. სიცხის დროს დაბალ ბალახში ის ვერ ჩერდება. გაზონის დასათხელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მძლავრი ბალახის სათიბი ბენზინზე. ასევე ტერიტორიაზე არ უნდა იყოს ნაგავი, სამშენებლო მასალების ნარჩენები, ბლოკის, აგურის და კიდევ მსგავსი რაღაცების. დასამალი არ უნდა ჰქონდეს მას. არ უნდა ჰქონდეს მას საკვები ანუ ყველაზე აქტიურად თაგვის პრევენციას უნდა მივხედოთ. ყველაზე მიმზიდველი მისთვის არის ისეთი ადგილი, სადაც თავშესაფრად გამოიყენებს ქვეწარმავალი. ამ ყველაფერს თუ შევასრულებთ პროცენტულობა, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ქვეწარმავალი გამოჩნდება კლებულობს“,- ამბობს შოთა ამაშუკელი.