პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გთავაზობთ კონდიციონერის გარეშე სახლის გაგრილების რამდენიმე საშუალებას
დაბნელება
პირველ რიგში წინაღობა უნდა შევუქმნათ მზის სხივებს, რადგანაც მზის სინათლე აცხელებს სახლს. სწორედ ფანჯრები ატარებს ბინაში ყველაზე მეტ სინათლეს, ამიტომ ძალისხმევის კონცენტრირება მასზე უნდა მოვახდინოთ.
ფარდები/ჟალუზი
გამოიყენეთ ღია ფერის ქსოვილის ფარდები, ის რადგანაც უკეთესად აირეკლავს სინათლეს; ასევე, რკინის ან ქსოვილის ჟალუზი. მისი საშუალებით შესაძლებელია სინათლის 90%-ის შეკავება. ფარდების ფანჯრებზე ჩამოფარება რეკომენდებულია დილის 07:00-08:00სთზე. სწორედ ამ დროიდან მზის სხივები იწყებს სახლის გაცხელებას.
ვენტილატორები და დამატენიანებლები
ვენტილატორი საკმოდ ბიუჯეტური საყოფაცხოვრებო ტექნიკაა. ვენტილატორი უნდა გამოვიყენოთ დახურული და ფარდებჩამოფარებული ფანჯრებში. მეტი ეფექტისათვის ვენტილატორის წინ დადგით ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით. ვენტილატორის მიერ დაბერილი ჰაერის ნაკადის წყალობით ცივი ორთქლი გავრცელდება ოთახში და გააგრილებს მას.
სიცხეში გაგრილება ასევე შესაძლებელია დამატენიანებლით. ის ერთდროულად ასუფთავებს და ატენიანებს ჰაერს წლის ფილტრის საშუალებით. ყინულიანი ჭურჭელი ან ბოთლი ცივი წყლით შეიძლება დავდგათ ფანჯრის რაფაზე. ეს გარედან შემოსული ჰაერის გაგრილებას შეუწყობს ხელს.
სიცხისგან დავიცავთ ასევე სახლის სწორი განიავება, რომელიც გარკვეულ დროს უნდა მოვახდინოთ როდესაც ტემპეტრატურა მინიმალურია.
სველი წესით დალაგება და მცენარეები
სიცხეში უმჯობესია შეამციროთ სახლში ტექსტილის როადენობა (ხალიჩები, პლედები და მსგავსი საგნები), რადგან ისინი იზიდავენ სითბოს. რეგულარულად დაალაგეთ სახლი სველი წესით. ამით დავატენიანებთ ჰაერს და გავაგრილებთ სახლს. გაგრილებას ხელს უწყობს ასევე ოთახის მცენარეები. ისინი არა მარტო ასუფთავებენ, არამედ ატეენიანებენ ჰაერს.
იზოლაცია
საყოფაცხოვრებო და ელექტრონული მოწყობილობები გამოიმუშავებენ სითბოს და აცხელებენ ჰაერს. განსაკუთრებით ეს ზაფხულში შეიგრძნობა. ამიტომ სიცხეში რაც შეიძლება ნაკლებად ისარგებლეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
სითბო ყველაზე მეტად გამოიყოფა სამზარეულოში - ქურა, ჰაერღუმელი, ჩაიდანი. სწორედ ამის გამო ზაფხულში სამზარეულო ნამდვილ აბანოდ იქცევა. რეკომენდებულია სამზარეულოს განიავება, ხოლო საჭმლის მომზადების მომენტში საჭიროა მისი იზოლირება სხვა ოთახებისგან კარების საშუალებით.
ასევე დაგაინტერესებთ:
Facebook-ის ვიდეოების ველში სიახლეა - სახელის ცვლილება და დამატებითი ფუნქციები
მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
VIDEO: აგვისტოში ეს ორი დღე განსაკუთრებული დღეებია - ვის აფრთხილებს ეზოტერიკოსი