პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფეისბუქში გურამ ონიანის მოგონება გააზიარეს. აი, რას იგონებს ბატონი გურამი სვეტიცხოველში მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად მისულ ექსპედიაციაზე.
გურამ ონიანი: მამა გაბრიელზე მართლაც ბევრი რამის გახსენება შეიძლება. ერთხელ სამთავროში დედებმა მიამბეს: თურმე სვეტიცხოველში არქეოლოგები შესულან მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართის მოსაძიებლად.
გახსოვთ, ალბათ, კომუნისტების მეთოდი, რაიმეს რომ ამოიჩემებდნენ, მოკვდებოდნენ და შეასრულებდნენ.
სვეტიცხოვლის არქეოლოგიურ ექსპედიციას აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე ხელმძღვანელობდა. როგორც კი გათხრებს შეუდგნენ, ტაძარში ისეთი გუგუნი დაწყებულა, ვეღარ გააგრძელეს მუშაობა და შეშინებულები გამოცვივდნენ ეზოში. მეორე დღეს ისევ განაახლებინეს დაწყებული საქმე, რა თქმა უნდა, იძულებით. როცა მიწას თხრიდნენ, გუგუნთან ერთად, ტაძრის კედლებმა ისეთი ზანზარი დაიწყო, თითქოს მიწა იძრაო და შეშინებულმა ექსპედიციის წევრებმა ძლივს გამოასწრეს ტაძრიდან. კარგა ხნის შემდეგ, როცა არქეოლოგები მესამედაც აიძულეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ, იგივე განმეორდა, ოღონდ ამჯერად ტაძარში ცეცხლის ალიც ავარდა და შიშით გულწასული მეცნიერები ფოფხვით გამოსულან ტაძრიდან.
"ვინც უნდა გვიბრძანოს გათხრების გაგრძელება, ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ, თუნდაც სამსახურიდან გაგვყარონ. ჩვენი ამოთხრილი მიწა წმინდა ადამიანმა უნდა ამოავსოსო", - განუცხადებიათ ექსპედიციის წევრებს და მამა გაბრიელისთვის უთხოვიათ ამის გაკეთება.
როგორც ხედავთ, ყველაფერი ღვთის დაშვებით მოხდა. ათეისტებიც კი მიხვდნენ საბოლოოდ იმას, რაოდენ დიდ სიწმინდეს შეეხნენ და ამ წმინდა ადგილის გასაპატიოსნებლად მამა გაბრიელს მიმართეს დასახმარებლად.
მამა გაბრიელი სრულიად მარტო შევიდა სვეტიცხოველში, ტაძრის კარები შიგნიდან გადარაზა და სამი დღე არ გამოსულა იქიდან. ატყდა შფოთი - " სამი დღეა გასული, მამა გაბრიელის ხმა საერთოდ არ ისმის, ამდენი ხანი მშიერ-მწყურვალია, რაიმე ხომ არ დაემართაო".
მესამე დღის საღამოხანს მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოსულა და სრულიად უვნებელს იუმორით უთქვამს:
"რაიმე მაჭამეთ, მეტი აღარ შემიძლია, ლამის შიმშილით მოვკვდეო", რადგან იცოდა, ამაზე ღელავდა განსაკუთრებით ტაძრის წინ მომლოდინე ხალხი.