როგორ გაწმინდოთ აუზი წყლის გამოცვლის გარეშე - რჩევები

აუზი

რამდენიმე რჩევა, როგორ გაწმინდოთ აუზი მარტივად.


აუზის მექანიკური გაწმენდა

წყლის ზედაპირიდან ნაგავი შეგიძლიათ მოაშოროთ ბადით. ბადის საშუალებით შეძლებთ ამოიღოთ ყველაფერი, რაც ზედაპირზე ცურავს. აუზის კედლები ნადებისგან შეგიძლიათ გაწმინდოთ სპეციალური ჯაგრისით. თუ ბიუჯეტი საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რობოტი მტვერსასრუტი.


ქიმიის გამოყენება

თუ არ გსურთ აუზის მთლიანად დაცლა და ხელახლა შევსება წყლით, მაშინ უნდა გამოიყენოთ ქიმიკატები მიკროფლორას გავრცელებისა და წყალმცენარეების გაჩენის თავიდან ასაცილებლად.


pH დამაბალანსებლები

ეს რეაგენტები (ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერება) საჭიროა წყლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დასარეგულირებლად, რათა შენარჩუნდეს 7.2-7.6 პროპორცია ერთეულების დიაპაზონში. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც უნდა დააკვირდეთ არის pH ბალანსი და ქლორი. ამ ინდიკატორების რეგულარული გაზომვით და რეგულირებით, თქვენ მუდმივად გექნებათ სუფთა წყალი აუზში.
 
სადეზინფექციო საშუალებები

სადეზინფექციო საშუალებები შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროორგანიზმებთან და ყველა "ცოცხალ არსებასთან" საბრძოლველად. მათ შორის ყველაზე უსაფრთხოა ქლორი.

ალგიციდები

სპეციალიზებული ბაქტერიციდული ფორმულირებები, რომლებიც აღმოფხვრის მწვანე წყალმცენარეებს, სოკოებს, ობს და ხელს უშლის მათ წარმოქმნას. კონცენტრაციიდან გამომდინარე, მათი გამოყენება შესაძლებელია აუზის პირველადი დამუშავებისთვის, ასევე მთელი სეზონის განმავლობაში პროფილაქტიკისთვის.

ქლორის დონე

თავისუფალი ქლორის კონცენტრაცია წყალში უნდა შენარჩუნდეს 0,3–0,6 მგ/ლ ფარგლებში. კონცენტრაციის შემცირება მნიშვნელოვნად შეამცირებს დეზინფექციის ეფექტს, ხოლო ზრდა გამოიწვევს კანისა და ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას. კომბინირებული ქლორი არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მგ/ლ-ს. თავისუფალი ქლორის კონცენტრაციის შესამცირებლად აუზი მზეზე უნდა დადგათ, ან წყლის ნაწილი შეცვალოთ მტკნარი წყლით.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „ბოდიში სუხიშვილებთან, მაგრამ ჩვენი ჯობია“ - კახა მამულაშვილი გიორგი თორაძის ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს

VIDEO: „ხინკალს ვეღარ ვახვევ... ღილის შეკვრაში მეხმარებიან...“ - თინათინ კუჭუხიძე 12-სანტიმეტრიანი ფრჩხილების მოვლაზე

VIDEO: „სუსტი გოგოა, მაღალკისრიანი...“ - ნახეთ გივიკო დიდიას ოჯახის წევრების რეაქცია