1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მომღერალი და მსახიობი 26 წლის გიორგი თორაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში, სხვადასხვა მიზეზით, ხშირად ექცევა. მისი მუსიკალური კარიერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. სადარბაზოში და აივანზე გამართული „კონცერტების“ შემდეგ, პირველ დიდ წარმატებას 12 წლის ასაკში მიაღწია - პროექტ „ანა-ბანაში“ ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო და პირველ ადგილზეც გავიდა .
შემდეგ იყო ჯგუფი „ქუინტესენსი“. მოიარა თითქმის მთელი მსოფლიო, ბევრჯერ გააჟღერა ჩვენი ქვეყნის სახელი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის შემდგარი, პროფესიონალი მომღერალია.
გარდა მუსიკალური კარიერისა, გიორგიმ საკუთარი შესაძლებლობები თეატრშიც მოსინჯა. ის, დღესდღეობით, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობი და ლელა წურწუმიას ბენდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.
გიორგის სახალისო ვიდეოებს მამულიჩა გამომწერებს ხშირად უზიარებს.
აი ნახეთ ბოლო ვიდეო -„ბოდიში სუხიშვილებთან, მაგრამ ჩვენი ჯობია“ - წერს მამულიჩა.