როგორ დავძლიოთ მარტოობა და გავხდეთ უფრო სოციალური

მარტოობა

როგორ დავძლიოთ მარტოობა და გავხდეთ უფრო სოციალური:

1. დაუგეგმავად გადით გარეთ
 
ძალიან ხშირად, თავს მარტოსულად ვგრძნობთ მას შემდეგ, რაც სახლში დარჩენას ვირჩევთ. მიმდინარე პანდემიურ რეალობაში, დიდია ცდუნება, რომ გავაუქმოთ ჩვენი გეგმები ან დავრჩეთ კომფორტის ზონაში, მაგრამ გარეთ გასვლა გვეხმარება, რომ თავი ნაკლებად იზოლირებულად ვიგრძნოთ. თანაც, მაშინაც კი, თუ ამის სურვილი არ გვაქვს.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის უნდა აიძულოთ საკუთარ თავს გარეთ გასვლა და სოციალიზაცია. მყუდრო საღამო სახლში ან ხანგრძლივი გამოძინება შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს არჩევანი, რომელსაც ადამიანი ყოველთვის აკეთებს. ნება მიეცით საკუთარ თავს, გახვიდეთ კომფორტის ზონიდან და გაერთოთ სხვა ადამიანებთან ერთად. ნახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი....

2. დაკავდით სახალისო აქტივობებით
 
მარტოობის გრძნობის განსაქარვებლად, ჩვენი რეკომენდაციაა მინიმუმ ერთ რეგულარულ აქტივობაზე დარეგისტრირება, რომელიც სხვა ადამიანებთან კონტაქტს მოგიტანთ. თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ: შეგიძლიათ შეუერთდეთ ცეკვის კლასს, სახელოსნოში ხატვას, სამაგიდო თამაშების კლუბს ან სხვა აქტივობას, რომელიც საინტერესოა. თანაც, თქვენ შეძლებთ მიიღოთ დამატებითი სარგებელი და ახალი უნარებს დაეუფლოთ.

თუმცა, მთავარი ასპექტი ის არის, რომ ამ აქტივობამ უნდა გაგიადვილოთ ახალ ადამიანებთან საუბარი და ურთიერთობებისთვის საერთო სივრცის შექმნა. თანაც, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომ უფრო მეტად ხართ ჩართული სოციალურ ცხოვრებაში.

3. დაფიქრდით, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
 
თუ ხშირად გრძნობთ მარტოობას, გააანალიზეთ როგორ ატარებთ თავისუფალ დროს. როგორც წესი, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ამ დროს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის არ იყენებთ. ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ ან იმიტომ, რომ ზედმეტად დაკავებული ხართ ყოველდღიური საქმეებით...

დაგეგმეთ სოციალური აქტივობები და გაატარეთ დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. დარწმუნდით, რომ ყოველკვირეულად გაქვთ რაიმე სოციალური გეგმა. იპოვეთ გზა, თუ როგორ გახადოთ თქვენი თავისუფალი დრო უფრო სოციალური.

4. შეცვალეთ თქვენი გარემო
 
მარტოობის გრძნობის განქარვების კიდევ ერთი გზაა გარემოში ცვლილებების შეტანა. დაამატეთ მეტი ელემენტი, რომელიც შეგახსენებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ადამიანებს - გამოფინეთ ფოტოები, მოგონებები და სუვენირები. გახადეთ თქვენი სივრცე უფრო მეგობრული და ნაკლებად იზოლირებული.

5. შეინარჩუნეთ ურთიერთობები
 
ჩვენ, როგორც წესი, დატვირთული ცხოვრება გვაქვს, ამიტომ ადვილია ჩვენი ურთიერთობების დაკარგვა. თუ თავს მარტოსულად გრძნობთ, მაშინ იდეალური გამოსავალია სხვა ადამიანებთან ურთიერთობის აღდგენა. მიწერეთ ძველ მეგობრებსა და ნაცნობებს - ბევრი სიამოვნებით მოისმენს თქვენს ხმას და სიამოვნებით დალევს ჭიქა ყავას თქვენთან ერთად...

6. იყავით ორგანიზატორი ხანდახან, ადამიანების გაერთიანების უმარტივესი გზა არის ინიციატივის აღება და შეკრების ორგანიზება. ამას შეიძლება მეტი ძალისხმევა დასჭირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მრავალი ადამიანი დაგაფასებთ, რომლებიც შესაძლოა, თავს თქვენსავით მარტოსულად ან იზოლირებულად გრძნობენ თავს...