როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი ფეხსაწმენდი?

ფეხსაწმენდი

არ აქვს მნიშვნელობა ფეხსაწმენდს სახლისთვის ეძებთ, ოფისისთვის, მაღაზიისთვის თუ სასტუმროსთვის, შეძენისას რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ...

უმჯობესია, ფეხსაწმენდი იმის მიხედვით შეარჩიოთ, სად დაიდებს ბინას – შიგნით თუ გარეთ.

ყველაზე ბევრი ჭუჭყი, ტალახი თუ სისველე გარეთა დასაფენზე რჩება, ამიტომ ის განსაკუთრებით გამძლე უნდა იყოს. სამწუხაროდ, ყველა მასალა ასეთი არ არის.

გარეთა ფეხსაწმენდი უნდა უძლებდეს:

. მუდმივ ხახუნს;

. ყინვას, სიცხეს, წვიმასა და თოვლს;

. ულტრაიისფერ სხივებს – მზე თითქმის ყველაფერს ახუნებს, თუმცა ბუნებრივ ბოჭკოს – უფრო მალე, ვიდრე სინთეზურს და რეზინს;

კარგად იწოვდეს ტენს;

არ სრიალებდეს;

ადვილად ირეცხებოდეს.

შიდა სივრცისთვის ისეთი ფეხსაწმენდი ჯობია, რომელიც სარეცხ მანქანაშიც გაირეცხება. ისიც ნესტის კარგი შემწოვი უნდა იყოს, ხოლო ქვედა მხარე რეზინით ჰქონდეს დაფარული, რომ არ ისრიალოს.

სისუფთავეს უფრო ადვილად შეინარჩუნებთ, თუ ფეხსაწმენდს კართან გარეთაც დააფენთ და შიგნითაც.

ფეხსაწმენდის ხარისხი ძირითადად მასალაზეა დამოკიდებული, ამიტომ კარგი იქნება, ამა თუ იმ მასალის თვისებებზე შეძენამდე გქონდეთ წარმოდგენა. მაგალითად, ზოგი უკეთ იწოვს ტენს და ადვილად შრება, ზოგი სიმტკიცით გამოირჩევა.

როგორ მოვუაროთ

ფეხსაწმენდის მოვლის წესი მასალაზეა დამოკიდებული. რეზინისა და პოლივინილქოლორიდის საფენები, რომლებიც უმთავრესად გარე სივრცისთვის არის განკუთვნილი, ადვილად სუფთავდება. ისინი შედარებით გამძლეა, ამიტომ შეგვიძლია დავგაოთ, ჯაგრისით, სარეცხი საშუალებითა და წყლით გავრეცხოთ. მთავარია, დაფენამდე ორივე მხრიდან კარგად გავაშროთ. ქოქოსის ფეხსაწმენდის დასველება კი არ შეიძლება. მისი გაწმენდა ჯაგრისით, ცოცხით ან მტვერსასრუტით მოგიწევთ.

ჰოლისთვის განკუთვნილი ფეხსაწმენდები, ძირითადად – ბამბისა და სინთეზური ბოჭკოსი, თამამად შეგვიძლია სარეცხ მანქანაში გავრეცხოთ 30-40 გრადუსზე, მაგრამ ზოგიერთს ქვედა მხარე შესაძლოა რეზინისა ან ვინილისა ჰქონდეს. რა მასალაა, უმჯობესია, გარეცხვამდე გაარკვიოთ, რადგან ვინილი სარეცხ მანქანაში დასკდება – მისი გარეცხვა ხელით ჯობია, რეზინი კი მშვენივრად გაუძლებს დოლურას ტრიალს და 30-40 გრადუსი ტემპერატურის წყალს.

ფეხსაწმენდი გარეცხვამდე კარგად უნდა დაბერტყოთ და ზედმეტი ჭუჭყი მოაცილოთ.

წყარო: aversi.ge