პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ყავა თითქმის ყველა ადამიანისთვის დღის შეუცვლელი და განუყოფელი ნაწილია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არც თუ ისე საყვარელი ორშაბათი დილა ახლოვდება და ახალი სამუშაო კვირა იწყება.
შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი პროდუქტების სიაში მეორე ადგილს სწორედ ეს ჯადოსნური სასმელი იკავებს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღეში სამი ფინჯანი ყავის მიღება თურმე სიმსივნის გაჩენის რისკს ამცირებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. როგორც აღმოჩნდა, თქვენთვის საყვარელი ყავის სახეობა ბევრად მეტი ინფორმაციის მატარებელია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბრიტანელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ თუ იცით რომელ ყავას ანიჭებს უპირატესობას ესა თუ ის ადამიანი, მის პიროვნებასა და ხასიათსაც მარტივად გამოიცნობთ.
ამერიკანო
მაგალითად, თუ დილას ამერიკანოთი იწყებთ, მაშინ თქვენ საკმაოდ სერიოზული, გონიერი, მომთმენი და საქმიანი ადამიანი ყოფილხართ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სახეობის ყავის მოყვარულები სათქმელს ყოველთვის პირდაპირ, შეულამაზებლად ამბობენ და პირფერობა არ სჩვევიათ. უყვართ სიმშვიდე და საცხოვრებლადაც ყოველთვის ქალაქის გარეუბანს ირჩევენ.
არ აშინებთ ცვლილებები, დაბრკოლებებს გამოწვევებად აღიქვამენ და განვითარებისკენ ისწრაფვიან. ისინი არასდროს ჰყვებიან ტენდენციებს, აკეთებენ იმას, რაც მათ სიამოვნებას ანიჭებთ და განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც ყველაფერს თავად აკონტროლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკანოს მოყვარულებს მეცნიერები ერთ-ერთ ყველაზე სანდო ადამიანებად მიიჩნევენ.
კაპუჩინო
ამერიკანოსგან განსხვავებით, კაპუჩინო მიზანდასახული და სუპერ კრეატიული ადამიანების სასმელია. კვლევებმა აჩვენა რომ, კაპუჩინოს მოყვარულები ბუნებით პერფექციონისტები და უზომოდ მგრძნობიარეები არიან. აბედნიერებთ სიკეთის კეთება, ასე რომ მათ ხშირად ნახავთ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაზე.
გარშემომყოფების აზრს ყოველთვის ყურადღებით უსმენენ, თუმცა საბოლოოდ მაინც იმას აკეთებენ, რაც თავად მიაჩნიათ სწორად. ისინი საოცარი ლიდერები არიან, რომლებიც საქმეში მაქსიმუმს დებენ. მათ ზუსტად იციან სად - რა და როგორ უნდა თქვან. არ უყვართ ერთფეროვნება და გამუდმებით თავგადასავლების ძიებაში არიან. სხვათა შორის, ისინი ხშირად სწორედ იმ გზით მიდიან, რომელიც ყველაზე რთული გასავლელია. გულწრფელობისა და იშვიათი იუმორის წყალობით, კომუნიკაბელურ კაპუჩინო მოყვარულებს სხვებისგან მარტივად გამოარჩევთ.
ესპრესო
ესპრესოს უფრო კონსერვატორი, თავდაჯერებული და მტკიცე ხასიათის ადამიანები სვამენ. ამ სახეობის ყავის მოყვარულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წესრიგს, არასდროს აგვიანებენ სამსახურში და დღის წესრიგი ყოველთვის წინასწარ აქვთ გაწერილი. აღსანიშნავია, რომ ისინი უპირატესობას მკაცრი სტილის სამოსს ანიჭებენ და კლასიკურ მუსიკას უსმენენ.
ესპრესოს ხასიათის მქონე ადამიანებს რუტინაში მცირე ცვლილების შეტანაც კი დიდ დისკომფორტს უქმნით და ცდილობენ კომფორტის ზონა არასდროს დატოვონ. ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ესპრესოს მოყვარულები პრინციპებს არასდროს ღალატობენ და მათზე ერთგულ მეგობარს ვერსად იპოვით.
ლატე
ლატე თავმდაბალ, დამთმობ და რბილი ხასიათის მქონე ადამიანებს უყვართ. კაპუჩინოს მოყვარულებისგან განსხვავებით, ისინი იშვიათად რისკავენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რთულ სიტუაციებსა და კამათს თავი აარიდონ. უყვართ, როდესაც გადაწყვეტილებებს მათ ნაცვლად სხვა ადამიანი იღებს. უჭირთ არჩევანის გაკეთება და იშვიათად აპროტესტებენ მოვლენებს, რომლებიც მათს ცხოვრებაში ხდება.
აღსანიშნავია, რომ ლატე ხასიათის მქონეები ყველაზე გულუხვები, თავაზიანები და მოსიყვარულეები არიან. შეუძლიათ კილომეტრებიც კი დაუფიქრებლად გაიარონ თუ იციან, რომ მათი დახმარება გჭირდებათ. დასვენების დღეებში სადმე წასვლას, სახლში ყოფნასა და საყვარელი შოუების ყურებას ამჯობინებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გვინდა პოზიტიური აზროვნება შევინარჩუნოთ, მაშინ სამეგობრო წრესი ლატეს მოყვარული ადამიანები აუცილებლად უნდა გვყავდეს.