რესტორანში მოქცევის მაგიური წესი - ეზოტერიკოსების რჩევა, როგორ მოვექცეთ კერძს, ვიდრე მას მივირთმევთ

რესტორანი

„ეზოტერიკა“ ბერძნული სიტყვაა და „შინაგან“ ნიშნავს. - ეს არის რეალობის განსაკუთრებული აღქმის საშუალება. ეზოტერიზმის შემადგენლობაში შედის: მაგია, ალქიმია, ასტროლოგია, გნოსტიციზმი, კაბალა, თეოსოფია, სუფიზმი, იოგა, ვაჯრაიანა (ბუდისტური ტანტრიზმი), მასონობა, ანთროპოსოფია და მონდიალიზმი.

ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულება მის ცხვოვრებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს და ეზოტერიკოსების რჩევებს მიჰყვება კიდეც.

 მსგავსი სტატიები სწორედ ასეთი ადამიანებისთვის ქვეყნდება. 

ამჯერად ერთ-ერთ რჩევას შემოგთავზებთ: 

„როცა ხედავთ, რომ ადამიანი ცუდ ხასიათზეა, მისი გაკეთებული კერძი არ მიირთვათ, რადგან მისი განწყობა გადადის კერძზე და შემდეგ - თქვენზე. 

ეს წესი ვრცელდება რესტორანში ყოფნის დროსაც. როდესაც რესტორანში შეკვეთას მოგართმევენ, აიღებთ ნებისმიერ გამწმენდ ქვას, მაგალითად ლაზურიტს და მოატარებთ კერძს საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით და თქვით: დაე, ყველანაირი ნეგატივი, რომელიც ამან აიღო, განეიტრალდეს. 

ამის შემდეგ შეგიძლიათ, კერძი მიირთვათ. - გვირჩევენ ეზოტერიკოსები.