პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასაკთან ერთად ორგანიზმში ბევრი პროცესი ნელდება. თუმცა, სხეულის ფორმის შენარჩუნება მაინც შესაძლებელია. უბრალოდ, საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგეთ.
წლების მატებასთან ერთად, წონის კონტროლი უფრო რთულდება. 50 წლის შემდეგ ქალები განიცდიან ჰორმონულ ცვლილებებს, თუმცა რაღაცის გაკეთება მაინც შეიძლება.
„რადგან ქალები 50 წლის შემდეგ გადიან ცვლილებების პერიოდს [მენოპაუზის], ბევრს უჭირს წონის დაკლება“, - ამბობენ სპეციალისტები. ჩვევები იცვლება ასაკთან ერთად და ვზრუნავთ შვილიშვილებსა და მშობლებზე. გარდა ამისა, სამუშაო უფრო მჯდომარე ხდება და უმოძრაო ცხოვრების წესი გავლენას ახდენს წონის დაკლების უნარზე.
ექიმები ასევე განმარტავენ, რა არის იმ ცვლილებების არსი, რასაც ქალის სხეული განიცდის ორმოცი წლის განმავლობაში და რატომ იმატებს წონაში ბევრი ქალი: „როცა ორმოცი წელს გადავაბიჯებთ, ახლოვდება მენოპაუზის პერიოდი; საკვერცხეები არ ქმნიან საკმარის ესტროგენს და რადგან ესტროგენი მცირდება, ტვინი იწყებს სიგნალების გაგზავნას: „მე მჭირდება ესტროგენი“. ესტროგენი ინარჩუნებს სხეულს ჯანსაღად, თმიდან ფეხის თითებამდე. ის ასევე უგზავნის სიგნალს სხეულის ცხიმოვან უჯრედებს, რათა „მეტი ესტროგენი გამოიმუშაონ“.
ასე რომ, ცხიმოვანი უჯრედები იზრდება, განსაკუთრებით წელისა და თეძოების გარშემო.
წონის მატება ასოცირდება სხეულის მცდელობებთან, წინააღმდეგობა გაუწიოს დაბერების პროცესს. სპეციალისტები გვირჩევენ ახალ პირობებთან ადაპტირებას და მათ მშვიდად მიღებას: „ორმოც წელზე მეტი ასაკის ბევრი ქალი ამბობს: „მე ვაკეთებ ყველა ვარჯიშს, მაგრამ წონას აღარ ვკარგავ“. ყურადღება უნდა მიაქციოთ დიეტას, რათა შეამსუბუქოთ ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი.
„ცხოვრება ხანმოკლეა და ისიამოვნე. აკრძალული არაფერია, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ ულუფის ზომას. თუ უარს იტყვით კვებაზე 50 წლის შემდეგ, ვერ მიიღებთ საჭირო ნივთიერებებს. რაც შეეხება პროტეინს, სპეციალისტები გვირჩევენ, ნაკლები წითელი ხორცის ჭამას და მის ქათმის და ინდაურის ხორცით ჩანაცვლებას.
მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნება. სოიოს პროდუქტები და თხილი შესანიშნავია გულისთვის. ასაკთან ერთად ორგანიზმი ცუდად იტანს ალკოჰოლს. ერთ ჭიქა ღვინოს ძილის წინ არ აქვს იგივე ეფექტი, როგორც ადრე.
ვარჯიშმაც შეიძლება შედეგი მოგიტანოთ, მაგრამ ექიმები უპირატესობას ანიჭებენს ტერმინს „მეტი მოძრაობა“. უბრალოდ, გააკეთეთ მოძრაობები, რომლებიც მოგწონთ. ასევე შეგიძლიათ ავტობუსით მგზავრობა სეირნობით ჩაანაცვლოთ, ხოლო ლიფტის ნაცვლად კიბეებით ისარგებლოთ – მთავარია, დიდხანს არ დარჩეთ უმოძრაოდ და მუდმივი აქტივობა შეინარჩუნოთ.ასე რომ, ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ბრძოლა შეუძლებელია – თქვენ უბრალოდ უნდა მიიღოთ ისინი და მოერგოთ თამაშის ახალ წესებს. ეს ნიშნავს, რომ უმჯობესია ყოველდღიური აქტივობა, მათ შორის სპორტი, მჯდომარე ცხოვრების წესი დავივიწყოთ. უმჯობესია, უარი თქვათ ალკოჰოლზე, სიგარეტზე, და თუ ეს შესაძლებელია, მიიღოთ ჯანსაღი საკვები და შეამციროთ არაჯანსაღი პროდუქტი. მთავარია, იზრუნოთ ჯანმრთელობაზე - ფიზიკურსა და გონებრივზე. სხეული მადლიერებით უპასუხებს მხარდაჭერას, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების უჩვეულო პერიოდში.
7-დღიანი მენიუ
დღე 1
შვრიის ფაფა და მწვანე ჩაი
ვაშლი
ბოსტნეულის წვნიანი, ჩაი
უცხიმო მაწონი ან იოგურტი
კარტოფილის პიურე ვინეგრეტით
ძილის წინ: 1 ჭიქა კეფირი და ვაშლი
დღე 2
ხაჭო ოხრახუშითა და კამით, ჩაი ლიმონით
ყურძნის ერთი მტევანი
ქათმის კოტლეტი, გამომცხვარი ბოსტნეული
ხილის სალათა
ორთქლზე მომზადებული ომლეტი, ფორთოხალი.
უცხიმო იოგურტი
დღე 3
ბრინჯის ფაფა რძით და ხილის ახლად გამოწურული წვენით
მსხალი
ქათმის კოტლეტი, ყვავილოვანი კომბოსტოს წვნიანი
1 ჭიქა მაწონი
ყაბაყის ბლინები, კიტრი-პომიდვრის სალათი მცენარეული ზეთით
მწვანე ჩაი
დღე 4
ჰერკულესის ფანტელები გარგარისა და შავი ქლიავის ჩირით, ყავა რძით
ხაჭოს ბლინები, ჩაი
ქათმის ფილე ფოლგაში, სალათის ფოთოლი, კიტრი
1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ჩაშუშული კარტოფილი, მოხარშული თევზი
ვაშლი
დღე 5
ხაჭო ქიშმიშით, ჩაი
ორი მოხარშული კვერცხი
გამომცხვარი ბოსტნეული და მოხარშული სკუმბრია
ზღვის პროდუქტები, წიწიბურა
ბანანი
დღე 6
ზღვის მცენარეები სტაფილოთი, კომპოტი ჩირით
გრეიფრუტი, ნიგოზი
ქათმის სუფი, 1 ნაჭერი ყველი
ჩაი
შემწვარი ხორცი, ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული
ბოსტნეულის წვენი
დღე 7
შავი ქლიავისა და ჭარხალის სალათა, ჩაი ლიმონით
ქლიავი
გამომცხვარი კარტოფილი მწვანე ბარდასთან ერთად
ვაშლის წვენი
თევზის წვნიანი, ჩაშუშული ბოსტნეული
1 ჭიქა უცხიმო კეფირი.