1741893700
რატომ უნდა შეიკავოთ თავი დიეტისგან გაზაფხულზე - ექიმების რჩევა

ექიმები გვირჩევენ, გაზაფხულზე დიეტის დაცვისგან თავი შეიკავოთ. ორგანიზმი ჰიპოვიტამინურ სტრესს განიცდის, ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, იღვიძებს ჩვენი ორგანიზმი და ამიტომ ის მრავალფეროვანი საკვებით უნდა მოვამარაგოთ. ჩვენი რაციონი სავსე უნდა იყოს ვიტამინებით.
ხილი და ბოსტნეული გაზაფხულზე მდიდარია უჯრედისით, რომელიც ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფაში გვეხმარება. ხილ-ბოსტნეული ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს. მიირთვით ცოცხალი ბოსტნეული. უმჯობესია ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღოთ. მოამზადეთ ბოსტნეულის სალათები. მოწალეთ ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, დაჭერით მწვანე ხახვი, სასურველი მწვანილი, დაახეხეთ სტაფილო, მოასხით ზეთისხილის (ზეითუნის) ზეთი, რომელიც სალათებისთვისაა განკუთვნილი.
გაზაფხულზე დალიეთ რაც შეიძლება მეტი სითხე: მწვანე ჩაი, უშაქრო კომპოტები. შეზღუდეთ ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მიღება.
გაზაფხულის თავბრუს ხვევა და სისუსტე ხშირად დაკავშირებულია ჰემოგლობინის დონის დაქვეითებასთან. ამაზე კი პასუხისმგებელია რკინა. რკინის ათვისებას ხელს უწყობს ნიგოზი, უნდა ჭამოთ ვაშლი.
კალციუმის უკმარისობა გაზაფხულის პრობლემებიდან ერთ-ერთია. მიიღეთ ამ ვიტამინით გაჯერებული პროდუქტები: რძის პროდუქტი, მოხარშული თევზი, გოგრა, პატარა ზომის თევზი, ნუში, ოხრახუში, ნიორი, ჩია...
კალციუმის დეფიციტს უმეტესად იწვევს D ვიტამინის ნაკლებობა, რადგან D ვიტამინია საჭირო კალციუმის ასათვისებლად. ამიტომ თქვენ შეიძლება კალციუმს საკმაოდ დიდი ოდენობითაც იღებთ საკვებიდან, თუმცა თუ დღეში რამდენიმე საათს არ ატარებთ მზეზე, საიდანაც D ვიტამინს მიიღებდით, შესაბამისად არ არის გამორიცხული ამის გამო გაკლდეთ კალციუმი. მით უმეტეს რომ D ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში.
ისეირნეთ მზეზე, მიიღეთ ხილი და ბოსტნეული და დიეტომანია გადადეთ...