გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
შეიძლება, აქამდე არ იცოდით, მაგრამ, უმჯობესია, თუკი სმარტფონს ქეისის გარეშე დატენით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მობილურების ბატარეებს სითბო დიდად არ უყვართ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
სმარტფონების უმეტესობა მუშაობს ლითიუმ-იონურ ბატარეებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში უარესდება, იმისდა მიუხედავად, როგორ დატენით მას. ეს გამოწვეულია იმით, რომ ისინი ფუნქციონირებს ელექტროდებს შორის მუხტის მატარებლების გადაადგილებით, რითაც ტვირთავს ბატარეის შემადგენელ ნაწილებს, რაც საბოლოოდ აზიანებს მათ ეფექტიანობას. ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მობილურის ბოლომდე დატენას ცდილობთ ან ბატარეას გადახურების საშუალებას აძლევთ.
თუკი შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი სმარტფონი დატენისას განსაკუთრებით ცხელდება, ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, მისი ქეისი იყოს.
კომპანია Apple-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის საიტი გვაფრთხილებს, რომ "iOS ან iPadOS მოწყობილობების ცხელ პირობებში გამოყენებამ შეიძლება სამუდამოდ შეამციროს ბატარეის სიცოცხლის ხანგრძლივობა". ამის გამო გვირჩევენ, რომ არ დავტოვოთ მოწყობილობები მზის ქვეშ გაჩერებულ მანქანებში და, ზოგადად, ტემპერატურაზე, რომელიც აღემატება 35 გრადუს ცელსიუსს.
სამწუხაროა, მაგრამ რამდენად კარგადაც უნდა მოუაროთ სმარტფონს, მისი ბატარეა დროთა განმავლობაში მაინც გაუარესდება, თუმცა, შესაბამისი ზომების მიღებით, შეგიძლიათ, ბატარეის სიცოცხლე გაახანგრძლივოთ. ამ კუთხით, დატენისას მობილურის ქეისის მოშორება კარგი დასაწყისი იქნებოდა.