Twitter-ს აუდიო და ვიდეოზარების ფუნქცია დაემატება

მასკი

უახლოეს მომავალში Twitter-ს აუდიო და ვიდეოზარების ფუნქცია დაემატება. ამის შესახებ სოციალური ქსელის მფლობელმა, ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა.

მასკის განცხადებით, აუდიო და ვიდეოზარები ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„თქვენ შეძლებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანთან დაკავშირებას ისე, რომ მან თქვენი ტელეფონის ნომერი არ იცოდეს“, - განაცხადა მასკმა.