გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რა დოზითაა ის მავნებელი, ჯერ საბოლოოდ არ არის დაზუსტებული. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტოსტერში გაცხელებული პურის ერთხელ ჭამა ვერაფერს დაგაკლებთ, თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად იმატებს და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, თუ თქვენ მას რეგულარულად მიირთმევთ.