წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
თუ დღემდე თვლით, რომ რეცხვის შემდეგ სარეცხის მანქანის კარი ღია უნდა დატოვოთ, რათა მანქანა განიავდეს, სპეციალისტების გაფრთხილებას მოუსმინეთ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსგავსი მოქმედება მხოლოდ დააზარალებს თქვენს ტექნიკას.
არადა, რამდენჯერ წაგვიკითხავს, რომ თუ მანქანა კარგად არ განიავდა, აუცილებლად ობი და სოკო გაუჩნდება, შესაბამისად - უსიამოვნო სუნი. ბევრი დიასახლისი კი რეცხვის შემდეგ დოლურას, რეზინს და სხვა ნაწილებს კარგად ამშრალებს და შემდეგ კარს მჭიდროდ კეტავს. რომელი მეთოდი უფრო გამართლებულია და რომელი უფრო დაიცავს ჩვენს ერთგულ მეგობარს?
იმისათვის, რომ რეცხვის პროცესი დაიწყოს, მანქანის კარი მჭიდროდ უნდა დაიბლოკოს. თუ მექანიზმი დაზიანდა, ამას აუცილებლად მოჰყვება სარეცხის მანქანის გაუმართაობა. ღიად დატოვებული კარი ნელ-ნელა ქვემოთ იწევს საკუთარი წონის გამო. დროთა განმავლობაში ელექტრონული საკეტის ღერძი აღარ ემთხვევა ლუქის ჩამკეტის ღერძს, რის შედეგადაც ფიქსატორის ენა ვეღარ სწვდება მის კუთვნილ ადგილს და კარიც აღარ იკეტება სათანადოდ. ეს მოწყობილობის შიდა ელემენტების ცვეთას იწვევს, ამიტომ, არ არის გასაკვირი, კარი რომ ჩაიკეტოს ან აღარ ჩაიკეტოს.
ავტომატური სარეცხის მანქანის ლუქი, ნახევრად ავტომატურისგან განსხვავებით, არის ელემენტი, რომელიც უზრუნველყოფს სრულ შებოჭილობას და ტექნიკას შესაძლო გაჟონვისგან იცავს. იგი დამზადებულია სქელი ნაწრთობი მინისგან. კარის ღიად დატოვების შედეგად, ადრე თუ გვიან, ის დაიწევს საკუთარი წონის ხარჯზე, რადგან მისი დამჭერი დეტალები დამზადებულია სუსტი ალუმინის შენადნობებისგან, რომლებიც არ არის გათვლილი ასეთი დატვირთვისთვის.
მოწყობილობაში არსებული წყლის მთლიანად შეგროვება და მანქანის სრულიად ამომშრალების მცდელობა საუკეთესო იდეა არ გახლავთ. თუ არ იცოდით, მაშინ ჩვენ გეტყვით: მცირე რაოდენობით წყალი ყოველთვის უნდა დარჩეს ავტომატურ მანქანაში (საშუალოდ 0,5-დან 2 ლიტრამდე). ეს გათვალისწინებულია მწარმოებლის მიერ ჰიდრავლიკური ჩამკეტის ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც იცავს შიდა მექანიზმებს, მათ შორის მილებს და სანიაღვრე ტუმბოს ჰაერისგან... ვრცლად