„შვილი საქათმეში გამოკეტა და 8 წელი ქათმის საჭმელს აჭმევდა“ - დაუჯერებელი ამბავი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

გოგონა

1980 წელს პორტუგალია შოკირებული იყო მარია იზაბელას ისტორიით. 9 წლის გოგონა, რომელმაც მთელი ბავშვობა გაატარა საქათმეში, მოკლებული იყო ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობას და სიყვარულს. იმის გამო, რომ ქათმებთან ერთად ზრდამ მოახდინა მის ქცევაზე გავლენა, იზაბელი ცნობილი გახდა, როგორც „ქათამი გოგონა".

მარია იზაბელ კვარეზმა დოს სანტოსი დაიბადა 1970 წლის 6 ივლისს, პორტუგალიის ერთ-ერთ ფერმაში. როდესაც ის მხოლოდ ერთი წლის იყო, დედამ ქათმებთან ერთად გამოკეტა. დედას მოგვიანებით  მძიმე ფსიქიკური პრობლემების დიაგნოზი დაუსვეს. დედა მას ოჯახის ნაწილად არ თვლიდა.

მარია იზაბელმა 8 წელიწადი ქათმებთან ერთად გაატარა. იგი იკვებებოდა მარცვლეულით, კომბოსტოს ფოთლებით და იმ ნარჩენებით, რასაც მისი ოჯახი ჭამდა.

საინტერესოა, რომ მარია იზაბელას უფროსმა ძმებმა არ გაიზიარეს მისი ბედი. ისინი ცხოვრობდნენ ნორმალურად, ეძინათ ოჯახში, დადიოდნენ სკოლაში და ურთიერთობდნენ ადგილობრივი თემის სხვა ბავშვებთან. მოგვიანებით გაირკვა, რომ ადგილობრივებმა იცოდნენ გოგონას შესახებ, რომელიც იზრდებოდა დოს სანტოსის ქათმების ქოხში, მაგრამ ამის გამო ოჯახი არასდროს დაუსჯიათ.

1976 წელს ერთ-ერთმა დეიდამ შეიტანა საჩივარი მშობლების წინააღმდეგ. ექიმებმა მას მძიმე ინვალიდობის დიაგნოზი დაუსვეს და დაამატეს, რომ მას რეაბილიტაციისთვის ჰოსპიტალიზაცია სჭირდებოდა. თუმცა, არ არსებობდა დაწესებულებები, რომლებიც მას მიიღებდნენ, ამიტომ რამდენიმე საავადმყოფოსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უარის თქმის შემდეგ, დეიდას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ იგი ისევ ოჯახთან მიეყვანა.

მედიაში მარიას შესახებ მხოლოდ 1980 წელს გახდა ცნობილი. ერთ-ერთი საავადმყოფოს ექთანმა გოგონა სახლში წაიყვანა. მალევე მიხვდა, რომ მას სჭირდებოდა პროფესიონალური დახმარება, ამიტომ დაუკავშირდა პორტუგალიის დედაქალაქის ჟურნალისტებს.

„ძნელი წარმოსადგენია, რომ ვინმეს შეუძლია გადარჩეს იმ პირობებში, რომელშიც ეს ბავშვი წლებია ცხოვრობს. მაგრამ კიდევ უფრო შოკისმომგვრელი ის არის, რომ მისი საქმე ოთხი წლის წინ არცერთმა დაწესებულებამ არ გადადგა საჭირო ნაბიჯები მის მოსაგვარებლად“, - წერს მარია კატარინა, ჟურნალისტი ლისაბონიდან. სრულად

ასევე ნახეთ:

„დღეს მაგნიტური ქარიშხალი 3 ბალს მიაღწევს“ - ვისზე იმოქმედებს ის ყველაზე მეტად

„თუ ახლა ამ სტატუსს კითხულობთ ე. ი. არ მოვკვდი... ეს რა იყო, ღმერთო“ - მაკა რაზმაძე საზოგადოებას აფრთხილებს