ვინ იყო ქალი, რომელიც „სიყვარულის წამლის“ გაყიდვით, სერიულ მკვლელად იქცა - 150 კაცის მკვლელობაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ციხე

საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული ქალი სერიული მკვლელი გახდა. ეს ამბავი სერბეთში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოხდა.

ქალმა, რომელსაც ბაბა ანუიკადაც მოიხსენიებდნენ, დაახლოებით, 150 მამაკაცი მოკლა. იგი  ქორწინების პრობლემების მქონე ქალებისთვის „სიყვარულის წამალს“ ყიდდა.

ქალი ეკითხებოდა მომხმარებელს: „რამდენად მძიმეა ეს პრობლემა?“. მას სჭირდებოდა მსხვერპლის წონა შხამის სწორი რაოდენობის გამოსათვლელად. ანა ძირითადად დარიშხანს იყენებდა. ქალებმა ეს წამლები ქმრებს მისცეს და 8 დღის შემდეგ გარდაიცვალნენ.

ბაბა ანუიკა 1928 წელს დაიჭირეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სიბერის გამო 8 წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

იმ ეპოქაში, როდესაც ქალებს სცემდნენ, სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდნენ, აიძულებდნენ ქორწინებას და ეპყრობოდნენ როგორც საკუთრებას, ანამ ამ რეალობის ალტერნატივა შესთავაზა ტანჯულ ქალებს.

ბაბა ანუიკა დაიბადა როგორც ანა დრაკშინი რუმინეთში, მდიდარი მესაქონლის ოჯახში. 1849 წელს იგი გადავიდა ვლადიმიროვაცში, სერბეთში (იმ დროს ავსტრიის იმპერიის ნაწილი).

20 წლის ასაკში იგი აცდუნა ახალგაზრდა ავსტრიელმა ოფიცერმა, რომელმაც სიფილისით დააინფიცირა და გულგატეხილი დატოვა. ემოციურმა შრამმა ის გახადა მიზანთროპი (ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს კაცობრიობა).

მოგვიანებით იგი დაქორწინდა ბევრად უფროს მამაკაცზე და გახდა ანა დი პიშტონჯა. მან 11 შვილი გააჩინა, მაგრამ მხოლოდ ერთი გადარჩა ზრდასრულ ასაკში. 20-წლიანი ქორწინების შემდეგ, მისი მოხუცი ქმარი გარდაიცვალა.

ბაბა ანუიკას სახლში ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა. ის ძალიან ჭკვიანი იყო და ხუთ ენაზე ლაპარაკობდა. თვითონ სწავლობდა მედიცინასა და ქიმიას. მალე იგი ცნობილი გახდა როგორც მკურნალი. მან საკმაოდ დიდი ქონება გამოიმუშავა.

მაგალითად, ახალგაზრდა მამაკაცებს ის წამალს აძლევდა, რათა საკმარისად დაავადებულიყვნენ. შედეგად კი მამაკაცები სამხედრო სამსახურში აღარ მიჰყავდათ. თუმცა, გაჟონა იმ ამბავმაც, რომ ზოგიერთი ოფიცერი ისე დაავადდა, დამბლა დაემართა და დაინვალიდდა. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

აი, რატომ სწირავენ ღორებს ნეკრესის სალოცავს

VIDEO: „ეს ბიჭი ჩამივარდა მუხლებში და ატეხა ღრიალი...“ - მამა შალვა კეკელიას ნაამბობი, რომელიც შეგძრავთ

„11 დღე იყო უგონოდ, მაგრამ ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა... “- საბედისწერო სიყვარული, რომელსაც სიკვდილმა ვერაფერი დააკლო