ბათუმში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ლენტა

ერთი ადამიანი დაიღუპა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გვიან ღამით მომხდარი ავარიისას. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მიყვანიდან მალევე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.