პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით – ეს გურული ღვეზელია, რომელსაც ტრადიციულად გურულები საშობაოდ ან ძველით ახალი წლისთვის, კალანდობისთვის აკეთებდნენ. თუმცა ამ ტრადიციამ დიდი ხანია, მთელი საქართველო მოიცვა და გურული ღვეზელი იქცა კერძად, რომლის გარეშეც შობას აღარავინ ხვდება.
ტრადიციულად გურული ღვეზელის ნახევარმთვარის ფორმა ციურ სხეულებსა და მათ სიძლიერესთან იყო დაკავშირებული. კვერცხი კი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ხალხში შემორჩენილია ასეთი ისტორიაც, რომ ოჯახში იმდენი ღვეზელი უნდა გამომცხვარიყო, რამდენი წევრისგანაც ოჯახში შედგებოდა. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ოჯახიდან გათხოვილი ქალის მოსაკითხად მისვლისას აუცილებლად მიჰქონდათ გურული ღვეზელი.
გურული ღვეზელის ტრადიცია უკვე დიდი ხანია გასცდა გურიის ფარგლებს და ის კალანდობისა და შობის მთავარ კერძად იქცა.
გურულ ღვეზელს გურულები შებოლილი კვერცხით აკეთებდნენ. გურიაში კვერცხი შუა ცეცხლზე იბოლებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. მას უნიკალური საკრალური დატვირთვა აქვს. ღვეზელის მომზადების შემდეგ სპეციალურ შესალოც სიტყვასაც ამბობდნენ ხოლმე.
ტრადიციის თანახმად, კალანდობას ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელის სუფრასთან მიტანის შემდეგ სანთელსაც ანთებდნენ.
ასევე ნახეთ:
„ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი!“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს
„ვალერი მელაძის ყველა კონცერტი გაუქმდა... შოთა უგონო მდგომარეობაშია...“ - რას წერს ქსენია სობჩაკი
„ეს დაგეხმარება გამდიდრებაში“ - მილიონერმა 4 გამოუთქმელი წესი გააჟღერა