რამდენად სასარგებლოა ჭვავის პურის ყოველდღე მიღება და ვისთვის არ არის ის რეკომენდებული

ჭვავის პური

პურის უამრავი ვარიანტი არსებობს. ჯანსაღი პურის ვარიანტებს შორის ერთ-ერთია ჭვავის პური.ჭვავი უფრო მძიმე და მუქია, ვიდრე სხვა ფქვილის უმეტესობა, ამიტომ იგი აწარმოებს უფრო მძიმე, მკვრივ, მუქ პურს. სტატია ამ თემაზე mkurnali.ge მოამზადა.

ზოგიერთი 100%-იანი ჭვავის პური იძენს სქელ, წებოვან კონსისტენციას, რაც გამოწვეულია იმით, რომ მას აქვს ნაკლები წებოვანა, ვიდრე მთლიანი ხორბლის ფქვილს.

ჭვავის პურის სარგებელი

ჭვავის პური არ არის მხოლოდ გემრიელი, ის ასევე სავსეა სასარგებლო თვისებებით. ჭვავი არის ანტიოქსიდანტების ვიტამინებისა და მინერალების წყარო, მათ შორის მაგნიუმის, კალიუმის და ფოსფორის.

ჭვავის პური ბუნებრივად მდიდარია ბოჭკოებით, რაც სასარგებლოა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის.

ვინ არ უნდა მიიღოს ჭვავის პური?

თუ ეძებთ უგლუტენო პურის ყველაზე ჯანსაღ ალტერნატივას, ჭვავის პური არ არის საუკეთესო გამოსავალი. ვინაიდან, ის შეიცავს გლუტენს, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საჭმლის მომნელებელ სისტემას, თუ გაწუხებთ ისეთი დაავადება, როგორიცაა ცელიაკია.

ჭვავის პური, როგორც წესი, მდიდარია ბოჭკოებით და ის უზრუნველყოფს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, მათ შორის სელენს და B ჯგუფის ვიტამინებს. ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მზადდება. ჭვავის პურის არჩევისას გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მუქია ის, ჩვეულებრივ სამზადებულია მხოლოდ ჭვავისგან.

თუმცა, ჭვავის პურის ყოველდღიური მოხმარება არ არის სასურველი. სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად, ის შეიცავს ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის სხვა საკვები ნივთიერებების შეწოვას. გარდა ამისა, წებოვანამ და ბოჭკოს მაღალმა შემცველობამ შეიძლება გააძლიეროს ზოგიერთი ადამიანის მგრძნობელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჭვავის პური რაციონში ჯანსაღი დანამატია, მან მთლიანად არ უნდა შეცვალოს პურის ყველა სხვა ვარიანტი და მთავარი ბალანსის დაცვაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

მუქი ჩაის ყოველდღიურად დალევა დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს - კვლევა

„თუ პრობლემური კბილები გაქვთ, წინაპრებისთვის უნდა ილოცოთ“ - უხილავი კავშირი, რომელიც ბევრმა არ იცის

რა ნიშნებით უნდა ამოიცნოთ ალქაჯი თანამედროვე ქალში - ეზოტერიკოსების ტესტი