ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
დღესდღეობით რომ ესთეტიკური ჩარევების და კოსმეტიკური პროცედურების მსოფლიო ბუმია, აქ ახალი არაფერია. გალამაზების მიზნით 21-ე საუკუნის ადამიანი სხვადასხვა პროცედურას მიმართავს - იჭრის, იდიდებს, იპატარავებს, ისწორებს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი პოპულარული პროცედურა ე.წ. მკერდის გაზრდა - იმპლანტანტის ჩასმაა.
პლასტიკური ქირურგი, პროფესორი გია გვარამია პასუხობს კითხვას - შესაცვლელია თუ არა მკერდის იმპლანტანტები?
ქირურგმა ამ კითხვას კოტე მათითაშვილის "კოტ cast"-ში უპასუხა.
გია გვარამია: - ათი წლის წინ ვამბობდით, რომ არა, არ არის შესაცვლელი და ასე იყო. ახლა ვამბობთ, რომ უნდა გამოიცვალოს. დღეს უკვე სიტუაცია ასეთია, თუ იმპლანტმა გადააჭარბა 20 წელს, უმჯობესია რომ გამოიცვალოს. შეიძლება შვიდი წლის შემდეგაც გამაგრდეს, ესთეტიკური ეფექტი დაიკარგოს. ამერიკაში შარშან ასეთი სტატისტიკა დაიდო, სამი მილიონი პაციენტიდან (ოც წლიანი იმპლანტანტებით) მხოლოდ სამს აღმოუჩინეს საეჭვო რამ კაფსულაში. მოკლედ, რეკომენდაცია, რომ აუცილებლად უნდა გამოცვალო, არ არსებობს. ყურადღებით იყავით, იკეთეთ 3 D ეკოსკოპია. ძუძუს სჭირდება რეგულარული გადამოწმება, იმპლანტს - არა.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1750161479