ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
თორნიკე შენგელია ბოლონიას იტალიის ჩემპიონობით ემშვიდობება. მან ფინალური სერიის მესამე მატჩში 31 ქულა ჩააგდო და „ვირტუსს“ „ბრეშასთან“ 91:74 მოაგებინა. სერია სამ მოგებამდე იყო, ბოლონიელებმა კი 3:0 გაიმარჯვეს.
ბრენდონ ტეილორი „ვირტუსს“ 19 ქულით შეეშველა, ხოლო ბრეშადან ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.
29, 15 და 31 – სწორედ ამდენი ქულა ჰქონდა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფინალური სერიის სამ მატჩში.
იგი ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ მაისურით ფინალში „ბარსელონა“ დაამარცხა და ესპანეთიდან ჩემპიონის ტიტულით წავიდა. ამჯერად კი იტალიის ჩემპიონის ტიტულით ტოვებს აპენინის ნახევარკუნძულს. იგი კარიერას ისევ ესპანეთში, ამჯერად „ბარსელონაში“ განაგრძობს.
საინტერესოა, რომ 2020 წელს, როცა ესპანეთის ჩემპიონი გახდა დუშკო ივანოვიჩი წვრთნიდა და ახლაც ამ სპეციალისტთან ერთად მოიგო იტალიის პირველობა.