რა არ უნდა გააკეთოთ 6 აპრილის სავსე მთვარის დროს - ასტროლოგების გაფრთხილება

ვარდისფერი მთვარე

6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა. ამ მოვლენას ასტროლოგები გამოღვიძების მთვარესაც უწოდებენ, რადგანაც მათი თქმით, აღნიშნული პერიოდიდან აღორძინების, განახლების ეტაპი იწყება. 

რა არ უნდა გააკეთოთ 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარის დროს?

 ჯობს, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყოთ. ამ დღეს ნუ შეადარებთ სხვას თავს სხვებს. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიცაა. წარსულში დატოვეთ უამრავი არასწორი წარმოდგენა თუ სტანდარტი, რომელსაც დროდადრო აწესებთ ხოლმე.

არ დაუბრუნდეთ ძველ ჩვევებსა და ურთიერთობებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარე განახლებასთან ასოცირდება. ამიტომაც, ნუ შეეცდებით ყოფილ შეყვარებულთან, პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენას. თქვენი მცდელობა წარუმატებლად დასრულდება.

სავსე მთვარის ენერგია სპონტანურ იდეებსა და ქმედებებს მხარს უჭერს. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისაგან თავი შეიკავოთ, რადგანაც შესაძლოა, არასწორი არჩევანი გააკეთოთ.


ნუ გამოხატავთ ნეგატიურ ემოციებსა და ფრაზებს. ამ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ სამყაროს საყვედური არ გაუგზავნოთ და არც სხვა ადამიანებს მოახვიოთ თავს თქვენი დარდი. პირიქით, გამოხატეთ მადლიერება იმისთვის, რაც გაქვთ და მომავალში ბევრად უფრო მეტის მიღწევას შეძლებთ.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.