ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ბევრნაირი არსებობს. ჩვენ ყველას ვეძახით ონკოლოგიას, თუმცა ყველა ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება - გიორგი ღოღობერიძე

 გიორგი ღოღობერიძე

ონკოლოგი, გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში, „სტუმრად ანნასთან“ კიბოს პრევენციის გზებზე საუბრობს. ექიმი ამბობს, რომ ექიმთან წელიწადში ერთი კონსულტაცია, ბევრ რამეს შეცვლის:

„ჩვენ უნდა გვყავდეს პირადი ონკოლოგი, სადაც მივალთ, გავესაუბრებით. წელიწადში ერთხელ რომ მაინც მივიდეთ, ბევრ რამეს შეცვლის ეს. ვიდრე ჩვენ თვითნებურად ვიკეთოთ სისხლის საერთო ანალიზი, ცე რეაქტიული და მაინც არაფერი არ გვქონდეს წლის ბოლოს…“, – ამბობს ღოღობერიძე.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე – არსებობს თუ არა ერთი „ჯადოსნური“ ანალიზი, რომელიც აჩვენებს, არის თუ არა სადმე სიმსივნური უჯრედი, ექიმმა უპასუხა:

„ეგეთი ერთი ტესტი არ არსებობს. ონკოლოგიური დაავადებები ძალიან ბევრნაირი არსებობს. ყველა ონკოლოგიას თავის პრინციპები და გამოვლინებები აქვს. ჩვენ ყველას ვეძახით ონკოლოგიას, თუმცა ყველა ერთ ქვაბში ვერ
მოიხარშება, ამიტომ ერთი ანალიზი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი სპეციალობის ექიმი და ეს არის კლინიკური ონკოლოგი, ვისაც შეგვიძლია რომ მივმართოთ, ის გაგვიკეთებს ყველაფერს რაც ჩვენ გვჭირდება და მაგას მივყვეთ…“ , – ამბობს ღოღობერიძე.

✕