თბილისში წყალი შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1730228123
ნესვი, გარდა იმისა, რომ არომატული და გემრიელია, ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკრებსაც შეიცავს. მისი რბილობის 95% წყალია, დანარჩენი – შაქარი, კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმი, A, B, C და P ვიტამინები, კაჟი. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას.
ნესვი საკვების მიღებიდან 2-3 საათში უნდა მიირთვათ, რადგან ის შეუთავსებელია ბევრ პროდუქტთან. ერთდროულად ნესვის დიდი რაოდენობის მიღება არასასურველია (ნაწლავების გადატვირთვას იწვევს და შესაძლოა, ნაწლავური კოლიტის პროვოცირებაც მოახდინოს).
ნესვი ორგანიზმიდან ოფლისა და წიდების გამოყოფას აჩქარებს. თავის ტკივილი აუცილებლად გაგივლით, თუ 200 გრამ ნესვს ნება-ნება მიირთმევთ.
რკინის უხვი შემცველობის გამო ნესვი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აქვს. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში.
ნესვზე უარი უნდა თქვან დიაბეტით დაავადებულებმა და მსუქნებმა, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის „მძიმე“ შაქარი. სამ ნაჭერზე მეტის ჭამას კი არც დანარჩენებს ვურჩევთ – ნაწლავებს ავნებს.
ნესვის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია, გამოიმუშაოს სეროტონინი – „ბედნიერების ჰორმონი”. ასე რომ, თუ მოწყენილი ხართ, მიირთვით ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ.
ნესვის შემადგენლობაში არსებული კალციუმი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ნივთიერებათა ცვლას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა ასწევენ ჰემოგლობინის დონეს. ნესვი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას გაგიხანგრძლივებთ. ის შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს, რაც მაშინვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე
თუ ნესვის რბილობის საფენს ჭრილობაზე დაიდებთ, მალე მოგიშუშდებათ. არ გადაყაროთ ნესვის თესლი – ის ძალიან მდიდარია თუთიით, რაც იმას ნიშნავს, რომ თმასა და კანს მოუხდება. საკმარისია, მიირთვათ დღეში 2-5 გრამი ახალი თესლი – უბრალოდ დაღეჭოთ, შეიძლება, თაფლთან ერთადაც, რომ გარეგნობას უმალვე დაეტყობა.
ნესვი გახდომაშიც დაგეხმარებათ. ზოგიერთ დიეტოლოგს მიაჩნია, რომ მათ, ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვან 5 ულუფად გაყოფილი 2 კილოგრამი ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს ნაწლავებს და ორგანიზმიდან ჭარბი სითხე გამოაქვს.
LIVE: ცესკოში საგანგებო ბრიფინგია
1730228956