ილია მეორე განცხადებას ავრცელებს
1731781222
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამერიკასა და ევროპაში გავრცელებულ ახალ ნარკოტიკთან დაკავშირებით საზოგადოებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უზიარებს.
ზურა სიხარულიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„იცით რომ არ ვწერ ხშირად, მაგრამ მაინც მიწევს რაღაცების წერა, ვინაიდან სულ ახალ-ახალი რაღაცები ხდება ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს ეს ყველაფერი აქტიურდება სეზონის მოსვლასთან ერთად – განსაკუთრებით აჭარაში.
ეს ეყრდნობა ჩემ პირად გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რასაც ვისმენ და აქედან გამომდინარე მიწევს საზოგადოება გავაფრთხილო იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. ერთი დაკარგული სიცოცხლეც და ერთი ზედოზირებაც არის დიდი ტრაგედია, ამიტომ ვთვლი ვალდებულად, რომ დავწერო იმ საშიშროებაზე, რაც ხდება დღევანდელ დღეს, რომ ავიცილოთ თავიდან უბედურება.
ჩემი პოსტი არის ახალ ნარკოტიკზე, რომელიც დღეს ამერიკაში და ევროპაში წარმოადგენს უკვე დიდ საშიშროებას და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მას „ზომბ ნარკოტიკს“ ეძახიან ან „ტრანკს“.
ეს არის ეგრეთ წოდებული ქსილაზინი – ანალგეტიკური მიორლაქსაცოური და დასაძინებელი საშუალება, რომელსაც იყენებენ ვეტერინარიაში ცხოველის დასაძინებლად და ტკივილგამაყუჩებლად. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყანაში აკრძალული ნივთიერებების სიაში არის და მისი გამოყენება აკრძალულია და არ არის თავისუფალ გაყიდვაში, თუ არის, მაშინ უნდა მოხდეს სასწრაფოდ მისი ამოღება!
სამწუხაროდ, დღეს მას იყენებენ ფენტანილთან კომბინაციაში და ის წარმოადგენს დიდ საშიშროებას ვინაიდან ფენტანილი ერთი მხრივ უკვე წარმოადგენს ზედოზირების დიდ რისკს და დამატებული ქსილაზინი აძლიერებს ასმაგად ფენტანილის მოქმედებას, იწვევს გულის რითმის დარღვევას ქანის ოქსიგენაციის შემცირებას, ინექციის ადგილას ჩნდება დიდი წყლულები და შემდგომ შესაძლებელია განგრენა და კიდურის დაკარგავაც.
ასევე, მას ხშირად ურევენ სხვა კლუბურ ნარკოტიკსაც, რაც იყიდება დარკნეტზე მათი ეფექტების გასაძლიერებლად. ის რომ დარკნეტი დღეს ძალიან გააქტიურებულია ქვემოთ ერთ ტელეგრამ არხიდან მოცემული სკრინი მეტყველებს!
ამიტომ მოერიდეთ უცნობი ნივთიერების ყიდვას! გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს. ეს განსაკუთრებულად თინეიჯერებს ეხებათ ვინაიდან ყველაზე დიდი რისკი ზედოზირიბის მათ აქვთ, ერთი მოხმარებაც შესაძლებელია დამთავრდეს სიკვდილით“, – წერს ზურა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 VIDEO: სეზონის უკანასკნელი “ლაიქ-დისლაიქი“ - „პრაიმ ჰაუსში“ აუტსაიდერები დაასახელეს
👉 ზვიგენს, რომელმაც რუსი ტურისტი შეჭამა, მუმიფიცირებას გაუკეთებენ და მუზეუმში გამოფენენ