„იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს...“ - ზურა სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მორიგ საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს ე.წ. კლუბურ ნარკოტიკებზე, რომელსაც  ახალგაზრდები მოიხმარენ.

"დავწერ კიდევ ერთხელ, ვინაიდან არის ბევრი კითხვები:

1. არ ვიცი რა მოხდა ფესტივალზე. 

2. დაიღუპა ვინმე თუ არა ზედოზირებით და რა ნივთიერებით მოხდა ზედოზირება, ამიტომ გთხოვთ ნუ მისვამთ ასეთ კითხვებს.

ამას ვიტყოდი მაშინ, როცა:

1. იარსებებდა ქვეყანაში ადრეული შეტყობონების სისტემა, რომელიც დღეს ახდენს პრევენციას ზედოზირების და ექიმებს აძლევს საშუალებას მიმართონ სწორ ქმედებებს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების დროს ევროპაში.

2. იარსებებენ ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც დაადგენენ, რა ნივთიერება იყო მოხმარებული;

3. და როცა ეს არ ვიცით, ჭორაობა და ვარაუდებია, სანამ არ იქნება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის.

შემიძლია დავწერო, რა ხდება დღეს შავ ბაზარზე და დარქნეტში შეძენელი ნარკოტიკები რა საფრთხეებს შეიცავენ და რა ტენდენციაა დღეს მსოფლიოში.

ძაან ბევრ ეგრეთწოდებულ ”კლუბურ ნარკოტიკში“, რომელიც ითვლება უსაფრთხოდ, გარეულია ფენტანილი - ფენტანილი კიდევ იწვევს ზედოზირებას - სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და სიკვდილს;
ის, რაც არის ბაზარზე, ეს არის ალფა პვპ, მეტამფეტამინი და ასევე მეფედრონი, ამფეტამინი. ამ ნივთიერებებით ზედოზირება, გარდა მძიმე ფსიქიკური აშლილობებისა, იწვევს - გულსისძარღვთა მწვავე უკმარისობას, რომელიც შეიძლება დასრულდეს ინფარქტით და ასევე იწვევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას - რომელიც გამოიხატება ჰემორაგიული ან იშემოური ინსულტით!!!
ასევე ბაზარზე არის კრისტალური მეთადონი, რონელსაც ასევე ურევენ სხვადასხვა სტიმულატორს ნარკოტიკებში და იწვევს ზედოზირებას და სიკვდილს!!!!

არ მოიხმაროთ!ზედოზირების დროს დარეკეთ 112-ში!არ დატოვოთ ადამიანი მარტო, გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი მეგობრების სიცოცხლეს!!!ეს არაფერი არ მოხდება, თუ არ მოიხმარ!!!!"