მისგან დამწვრობის რისკები და პრევენცია - რას გვირჩევენ სპეციალისტები

მზის დამწვრობა

ცხელ სეზონზე მზის სხივების ქვეშ დასვენება, გარდა სასიამოვნო დროის გატარებისა, ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხესაც გულისხმობს. ხშირია გადახურება და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები.

მზისგან დამწვრობის ნიშნები შესაძლოა არ გამოვლინდეს უშუალოდ მზეზე ყოფნისას ან მზის აბაზანების მიღების დასრულებისთანავე, მაგრამ რამდენიმე საათში დაიწყოს კანის სიწითლე, წვის შეგრძნება, ტკივილი, შეშუპება და მაღალი ტემპერატურა.

დერმატოლოგები განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას განმეორებითი დამწვრობის საფრთხეზე. სპეციალისტების განმარტებით მზის ულტრაიისფერი გამოსხივება აზიანებს კანს, ხანგრძლივი ზემოქმედება კი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და ზრდის კიბოს რისკს.

თუ დამწვრობის რისკების გათვალისწინება ვერ მოხდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სწორი მკურნალობა, არ გამოვიყენოთ ხალხური მეთოდები და მოვუაროთ დამწვრობას სააფთიაქო პრეპარატებით, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა უარესდება მივმართოთ ექიმს.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მზეზე დასვენებისას გართულებები და დასვენება იყოს მართლაც სასიამოვნო, უნდა გავითვალისწინოთ სპეციალისტების რჩევები - მზეზე ვიყოთ მხოლოდ დილის და საღამოს საათებში, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები, ქუდი და სათვალე.