სიახლე აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსაც შეეხება

აშშ-ის ვიზა

ნიუ-იორკის ფედერალურმა მოსამართლე ჟანეტ ვარგასმა გააუქმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლითაც 75 სახელმწიფოს (მათ შორის საქართველოს) მოქალაქეებს საიმიგრაციო ვიზების მიღება შეეზღუდათ.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ შეზღუდვა ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და აჭარბებს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს უფლებამოსილებას. გაბათილდა თეთრი სახლის მტკიცება, თითქოს ამ ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტები ამერიკელი გადამხდელებისთვის ტვირთად იქცეოდნენ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, უქმდება იანვრიდან მოყოლებული ყველა უარი, რომელიც მხოლოდ ამ აკრძალვას ემყარებოდა. ეს ათასობით განაცხადის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას აჩენს.

ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლება აქვს.