1767123720
მიირთვით ოსპი ღამის 12 საათზე - ეზოთერიკოსის რჩევა ბარაქის მოსაზიდად
ეზოტერიკოსი გოგა მანია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ცხენის წელთან შესახვედრად რამდენიმე რიტუალზე საუბრობს, მათ შორის საახალაწლო სუფრის გაწყობის წესზეც და აღნიშნავს, რომ ბარაქისა და სიუხვის მოსაზიდად, კარგია თუ სუფრაზე გვექნება ოსპის სუპი.
„მოხარშეთ მწვანე ოსპი, ზუსტად 12 საათზე, ზარის ჩამოკვრისას, მიირთვით ერთი კოვზი მაინც. ეს გაგიმხელთ და, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი“,- ამბობს გოგა მანია.
გაგიზიარებთ, ოსპის სუპის საუკეთესო რეცეპტს:
დაგჭირდებათ:
2 ჭიქა (340გ) ყავისფერი ან მწვანე ოსპი (გასუფთავებული და გარეცხილი)
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
2 ჭიქა დაჭრილი ხახვი
1 ½ ჭიქა დაჭრილი სტაფილო
2 ჩაის კოვზი დაჭყლეტილი ნიორი (დაახლოებით 3 კბილი)
1 ჩაის კოვზი დაფქული ძირა
½ ჩაის კოვზი დაფქული ქინძი
½ ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა
½ ჩაის კოვზი ახალ დაფქული შავი პილპილი
8 ჭიქა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი
2 სავსე ჭიქა დაჭრილი კალე ან ისპანახი
1-2 ცალი ლიმონი
¼ ჭიქა დაჭრილი ახალი მწვანილი (ოხრახუში ან კამა), სურვილისამებრ
მარილი – გემოვნებით
მომზადება
ქვაბში (სასურველია სქელძირიანი) გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ¼ ჩაის კოვზი მარილი. ურიეთ და შეწვით, სანამ ხახვი დარბილდება და ტკბილი არომატი არ გაუჩნდება (დაახლოებით 5-7 წუთი).
დაამატეთ ნიორი, ძირა, ქინძი, შავი პილპილი და კურკუმა. ურიეთ და შეწვით 30 წამით, რომ სანელებლები არომატით გაჯერდეს.
ჩაყარეთ ოსპი და დაასხით ბულიონი. გაზარდეთ ცეცხლი და მიიყვანეთ დუღილამდე. დაამატეთ მარილი გემოვნებით (მინიმუმ ½-1 ჩაის კოვზი, იმის მიხედვით, რამდენად მარილიანია ბულიონი).
შემცირეთ ცეცხლი და ნაწილობრივ დაახურეთ ქვაბი. ადუღეთ 35-40 წუთი, სანამ ოსპი დარბილდება.
დაუმატეთ კალე ან ისპანახი და ხარშეთ კიდევ 5 წუთი, სანამ ფოთლები დარბილდება.
მოხსენით ცეცხლიდან და დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ახალი მწვანილი (ოხრახუში ან კამა).
შეამოწმეთ გემო და სურვილის შემთხვევაში დაამატეთ მეტი მარილი ან ლიმონის წვენი (თუ უფრო მჟავე გიყვართ).











