1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
34 წელია დავით ბუტიკაშვილი ასტროლოგიას სწავლობს, ეცნობა, პირად ჰოროსკოპებს ადგენს. ამ უკანასკნელს, როგორც მინიმუმ, რვა დღეში აკეთებს.
„როცა ეჩქარებათ პირადი ჰოროსკოპის გაკეთება, იგივე ოპერაციის გაკეთება სურთ და აინტერესებთ, რომელ რიცხვში დაგეგმონ, მაჩქარებენ მის შედგენას. მნიშვნელოვანია იცოდე, როდის არის შენთვის ხელსაყრელი ოპერაციის გაკეთება და როდის - არა.
საერთოდ, ინდივიდუალურია ყველაფერი. ზოგადი ფონის დახატვა, რასაც ასტროლოგები აკეთებენ, შეცდომაა. შეიძლება ერთისთვის რომ იყოს ცუდი, მეორისთვის - პირიქით, დადებითი აღმოჩნდეს. ერთმა შეიძლება იცოდეს, რომ ზოგადი ფონით კარგი პერიოდია და კარგის მოლოდინში აიღოს კრედიტი, ან გაიკეთოს ოპერაცია... ამ დროს მისთვის აღმოჩნდეს ცუდი. ამიტომ აქვს პირადი ჰოროსკოპის გაკეთებას და მის ცოდნას მნიშვნელობა.
საერთოდ, ასტროლოგები ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე, როდესაც ვიღაცას კონკრეტული საქმის გაკეთებას ვურჩევთ ან ვაბრკოლებთ. იმ დონეზე გვენდობიან, რომ შეიძლება გარისკოს, ამიტომ მე უნდა ვიყო მართალი და დარწმუნებული.
პოლიტიკოსები არჩევნების წინა დღეებში გააქტიურდებოდნენ ხოლმე და ჩემთან სახლში მოდიოდნენ პროგნოზების გასაგებად. მეზობლები გიჟდებოდნენ პოლიტიკოსებს რომ ხედავდნენ სახლთან, რა უნდათ შენგანო. მომმართავდნენ, მათ შორის იყვნენ - კობა დავითაშვილი, ჯუმბერ პატიაშვილი... ბატონი ჯუმბერი ეზოთერიკით იყო დაინტერესებული.
ვიკიპედიების მიხედვით (დაბადების თარიღების) ვაკეთებ ცნობილი ადამიანების პირად ჰოროსკოპებს, ჩემთვის, ინტერესისთვის. თუ პოლიტიკოსია, შემდეგ პოლიტიკურ პროგნოზებს ვადგენ. წაიკითხეთ სრულად