ვიქტორ წილოსანი ამბობს, რომ საცობებთან დაკავშირებით მისი განცხადება არასწორად გაიგეს და განმარტებას აკეთებს

viqtor wilosani

მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვთქვი, რომ ადამიანები იწვევენ მეტროს სადგურებში შეფერხებას. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის.

საუბარი იყო სადგურის მოედნის გვირაბზე, რომელზეც იყო განმარტება, რომ ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან და ამოდიან, არ მოძრაობენ ნაკადის მიმართულებით და ეს ქმნის გარკვეულ შეფერხებას და გვირაბი ამ ნაკადს ვერ ატარებს. შესაბამისად, გვირაბის განზოგადება მეტროს პრობლემასთან არასწორია, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ სიხშირე გავზარდოთ მეტროს სადგურებში, მაგრამ მეტროს სადგურებში მატარებლების სიხშირის გაზრდა გამოიწვევს მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მეტ მიწოდებას იგივე ამ გვირაბებში და გამტარებში და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდ პრობლემას შექმნის ეს გადაადგილების დროს და ამ გვირაბებში კიდევ უფრო მეტი საცობი შეიქმნება.

ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ვაკეთებთ კვლევას მეტროს მიწვდომადობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ იქ, სადაც არის პრობლემური ადგილები, გაკეთდეს დამატებითი ამომსვლელები და ჩამომსვლელები, რომლებიც განტვირთავს ამ მდგომარეობას და პირველ რიგში ეს გულისხმობს გლდანს და ვარკეთილს, სადაც დიდი რაოდენობის ნაკადის გამო არსებული მისაწვდომობა, რომელიც გააჩნია მეტროს, ვერ ახერხებს ნაკადის გატარებას“, - აცხადებს წილოსანი.