„მაგიდაზე დავანთოთ 8 სანთელი...“ - რა გავაკეთოთ საახალწლო სუფრაზე და რომელ ფერებს ვერიდოთ ახალი წლის ღამეს

საახალწლო სუფრა

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს და რა რიტუალებით უნდა მოვიზიდოთ წარმატება.

ეზოთერიკოსების აზრით, ძალიან კარგია სახლში სანთლების შეტანა, მთავარ მაგიდაზე დავანთოთ 8 სანთელი. ამ დროს, კარგია სურვილების ჩაფიქრება. რაც შეეხება ბრინჯს, ის ჩინურია და შეგვიძლია, ჩავანაცვლოთ ხორბლით. ზოგადად ,მარცვლეული ნაყოფიერების სიმბოლოა.

მთავარი რჩევა კი არის გოზინაყი, ის სახლში უნდა გაკეთდეს. თეფშზე ორი ორლარიანი დადეთ, შაქრით დახაზეთ რვიანი. რაც შეეხება ფერებს, ოქროსფერი, მწვანე, წითელი და ლურჯი, მოვერიდოთ თეთრსა და ყვითელს. როცა 00:00 საათი შესრულდება, სწორედ მაშინ ჩაიფიქრეთ სურვილები. შესაძლებელია, ეს სურვილები ჩამოვწეროთ. და ბოლოს, ყველაზე მთავარი კი მაინც არის განწყობა.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!