13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ტრადიციული მედიცინის სპეციალისტმა, ნინო ვაშაკიძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მაყურებელს იმუნიტეტის ასამაღლებელი ხალხური საშუალების მომზადების წესი გაუზიარა.
მისი თქმით, რეცეპტი გურიაშია გავრცელებული და წლების წინ მისი მეუღლის ოჯახში გამოიყენეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს. ნინო ვაშაკიძე განმარტავს, რომ ნარევის ძირითადი ინგრედიენტებია კვერცხი, ლიმონი, თაფლი, შაქარი და კონიაკი. მისი თქმით, კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს და სწორად დამუშავების შემთხვევაში ადვილად შეიწოვება.
რეცეპტის მიხედვით, ახალდადებულ კვერცხებს ლიმონის წვენს ასხამენ და ბნელ ადგილზე 10–14 დღით ინახავენ. მიღებულ მასას შემდეგ უმატებენ ათქვეფილ კვერცხის გულს, თაფლს, შაქარსა და კონიაკს. ნარევი მუქ ბოთლში ინახება და გამოყენებამდე შეანჯღრევა აუცილებელია.
სპეციალისტის თქმით, ეს საშუალება იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობს ხელს.