მკვლელობა ავლაბარში - რა დეტალებია ცნობილი
1787920655
ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქალი ოჯახის ენერგიის წყაროა:
„იცოდით, რომ ცოლის ენერგიას ქმრის შემოსავლის გაზრდა შეუძლია?
გოგონებო, მიზნობრივი ინვესტიცია საკუთარ თავში = ოჯახის ფინანსური ზრდა.
ქალი ოჯახის ენერგიის წყაროა - ის ავსებს და მუხტავს საყვარელ ადამიანებს ბედნიერებით და წარმატებით. მაგრამ იმისთვის, რომ ენერგიის გაცემა შეძლოს, თავადაც სჭირდება „საწვავი“: საჩუქრები, თავის მოვლა, შოპინგი, გემრიელი საჭმელი და ჯანსაღი ურთიერთობა, ინტელექტუალური განვითარება,
მუშაობა საკუთარ თავზე.
ცოლი ოჯახის ენერგეტიკული გულია. თუ მას არ ანებივრებ, ის იცლება დაცლილი ქალი კი ქმარს წარმატებას ვერ მოუტანს.
თუ გსურთ, რომ თქვენი ქმარი წარმატებული იხილოთ, თუ გსურთ იცხოვროთ უხვად, მაშინ მუდმივად უნდა აწიოთ ფინანსური ველის (ჭერის) დონე.
- რას ნიშნავს ეს? თითოეულ ადამიანს აქვს შემოსავლის გამოუცხადებელი დონე, რომელზე მაღლაც ნახტომს ვერ აკეთებს (რომელიც ჩამოყალიბებულია მშობლების პროგრამებისგან, საგვარეულო მეხსიერებისგან, წარსული უარყოფითი გამოცდილებისგან, შეზღუდული რწმენებისგან, იმ ავი რეალობისგან, სადაც მიგვაჩნია, რომ კარგი ცხოვრების ღირსნი არ ვართ...). თვიდან თვემდე ჩვენ ვიღებთ ერთსა და იმავე თანხას, მაშინაც კი, თუ უფრო ინტენსიურად ვიწყებთ მუშაობას ჩნდება მოულოდნელი ხარჯები, ამგვარად, ჩვენი შემოსავალი ყოველთვის შეზღუდულია ფინანსური ჭერით.
იმისათვის, რომ გასცდეთ თქვენი შინაგანი პროგრამების და რწმენების ჩარჩოებს, საჭიროა იმუშაოთ მდგომარეობასთან.
განავითარეთ საკუთარ თავში ახალი თვისება „მე ღირსი ვარ ყველაზე ფუფუნებით სავსე, ლამაზი, უხვი ცხოვრების! მე ღირსი ვარ ვიყო ლამაზი, ელეგანტური სუპერ-ქალი! მე ღირსი ვარ ვიყო დიდებული კაცის ცოლი!...“
მოიფიქრეთ ნებისმიერი თქვენი ახალი, პოზიტიური რწმენა-წარმოდგენები.
ჩაწერეთ ისინი და რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმეორეთ ხმამაღლა სარკის წინ, ასევე გონებაში, როგორც მანტრა.
თანდათანობით ქვეცნობიერი პროგრამები დაიწყებს ცვლილებას. დაიწყება შინაგანი მდგომარეობის შეცვლაც. შემდეგ შეცვალეთ ეს რწმენები აწმყო დროში გადაფორმულირებით:
„მე ვარ წარმატებული, ფუფუნებით სავსე, მდიდარი კაცის, მდიდარი ცოლი !“,- წერს ფსიქოლოგი.