შეიძლება თუ არა მარიამობის დღესასწაულზე სასაფლაოზე მისვლა - მართლმადიდებელი მღვდლის განმარტება
1787861694
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში სამჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული.
რატომ არ აღმოჩნდა ვიზიტზე უარისთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი,- ამის გარკვევა თავად თეონა ბაღდავაძესთან ვცადეთ.
თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ "პრაიმ ტაიმთან" არ თანამშრომლობს, თუმცა, ადასტურებს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, იმყოფებოდა ახლობლის გასვენებაში.
“პრაიმ ტაიმისთვის” ცნობილი გახდა, რომ, ბოლო დროს რუსოფობიური განწყობებით ცნობილი აქტივისტი, რომელიც, წლების განმავლობაში, რუსული კომპანიის პიარი იყო, აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენჯერმე სტუმრობდა ოკუპანტ სახელმწიფოს. ის რუსეთში 2011, 2013 და 2014 წლებში იმყოფებოდა.