„გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ახლა რომ ვარ, ასეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ - სოფო ჯაფარიძე დასაკლებ პრეპარატებზე

სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძეს სოციალურ ქსელსა და სამედიცინო სფეროში ბევრი იცნობს. ის პოპულარული პლატფორმის, „მედგიდის“ დამფუძნებელია და ფართო საზოგადოებამ ის სწორედ პანდემიის დროს გაიცნო. სოფო სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარ პოზიციას სხვადასხვა საკითხთან ღიად აფიქსირებ, მათ შორის, პოლიტიკური პროცესების შესახებაც.

ამჯერად მან საკუთარი ცხოვრების შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში ისაუბრა და თქვა, რომ არასწორი მიდგომით ჯანმრთელობის პრობლემები შეიქმნა:

"მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში კლება ძალიან გამიჭირდა. დაახლოებით, 10 კგ მქონდა ზედმეტი. სხეულის მასის ინდექსი სრულ ნორმაში იყო, მაგრამ მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი. მქონდა საშინელი დისკომფორტი. ახლა რომ ვარ, ასეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ. კლება დავიწყე დიეტით, დავიკელი 9 კილო-ნახევარი და მერე გამეყინა წონა" - თქვა სოფო ჯაფარიძემ.