VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დოჰაში გამართულ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ქართულ ფინალში ლაშა ბექაურს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ 26 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 5,200 ევრო მწვრთნელებს ერგება, დანარჩენს კი თავად მიიღებს.
ვიცე-ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კი 15 ათასი ევრო მიიღო, საიდანაც 12 ათასი ევრო თავად დარჩება, 3000 ევროს კი მისი მწვრთნელი მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4 მედალი მოიპოვა. ქართველებს 2 ოქრო 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვთ.