ფარული საფრთხე: რატომ არ შეიძლება მუყაოს ჭიქიდან ყავის/ჩაის დალევა

მუყაოს ჭიქა

თითოეული ჩვენგანი იშვიათად მაინც ყიდულობს ცხელ სასმელს ერთჯერადი მუყაოს ჭიქით. ის ძალიან კომფორტულია განსაკუთრებით მაშინ, როცა სამსახურში ჩქარობთ ან უბრალოდ სასეირნოდ ხართ. თუმცა არავინ ფიქრობს იმაზე, რომ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს.

რისგან მზადდება მუყაოს ჭიქები?

მუყაოს ჭიქის წარმოებისთვის იყენებენ პოლიეთილენის ფენას, რომელიც წყალს არ ატარებს და ინარჩუნებს ჭიქის მდგრადობას. უხარისხო მუყაოს ჭიქის დამზადების პროცესში, ხშირად იყენებენ წებოს, რომელიც ცხელ წყალთან კონტაქტის დროს შეიძლება გაიხსნას და მავნე ნივთიერებები მოხვდეს ყავაში/ჩაიში.


რატომ არის მუყაოს ჭიქები საშიში?

კვლევები აჩვენებს, რომ 15 წუთში 25 ათასამდე მიკრონაწილაკი ხვდება ცხელ წყალში (ყავა ან ჩაი). ორგანიზმში ყველა სახის კანცეროგენი შევა – ტყვია, ფენოლი, რეზინა, ფორმალდეჰიდი. იონური ქრომატოგრაფიის გამოყენებით, მეცნიერებმა დააფიქსირეს იონების გადატანა მუყაოს ჭიქების დამცავი ფენიდან სითხეში მძიმე ლითონის იონის საშუალებით, როგორიცაა პალადიუმი, ქრომი, კადმიუმი და ზოგიერთი საშიში ნაერთი, რომელიც გამოიყენება ჰიდროფობიური საფარისთვის.


როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, დღეში მინიმუმ სამჯერ მუყაოს ჭიქებიდან სითხის დალევისას ადამიანის ორგანიზმში ხვდება მძიმე მეტალების და სხვა ელემენტების დაახლოებით 75 ათასი ნაწილაკი, რომლებიც შეიძლება საშიში იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ შემადგენლობით სასმელების სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები მოზრდილებში, პათოლოგიები ბავშვებში - იმუნიტეტის გაუარესება და სიკვდილიც კი.

წყარო

ასევე ნახეთ:

სალომე ღვინიაშვილის მრგვალი გოზინაყი და საშობაო მზადება - რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი

როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით