„ეს არის ჩუმი ბომბი მუცლის ღრუში…“ - ანგიოქირურგის გაფრთხილება

მუცელი

„იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს სიცოცხლისთვის საშიში პრობლემა, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში ყოველგვარი ტკივილისა და სიმპტომის გარეშე ვითარდებოდეს?“, – ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ექიმი, ანგიოქირურგი, გიორგი დეისაძე საუბრობს.

ექიმი ამბობს, რომ საუბარია მუცლის აორტის ანევრიზმაზე, რომელსაც მისივე თქმით, ხშირად ჩუმ ბომბსაც კი ეძახიან მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო.

სპეციალისტი პროფილაქტიკური კვლევების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„იცოდით, რომ ჩვენს ორგანიზმში შეიძლება არსებობდეს პრობლემა, რომელიც არანაირ სიმპტომს, ტკივილს არ იწვევს წლების განმავლობაში. დღეს ვისაუბრებთ მუცლის აორტის ანევრიზმაზე, რომელსაც ხშირად ჩუმ ბომბსაც კი ეძახიან მისი უსიმპტომოდ მიმდინარეობის გამო. აორტა ჩვენს ორგანიზმში ყველაზე დიდი დიამეტრის სისხლძარღვია, რომელშიც გაივლის გულიდან წამოსული ჟანგბადით მდიდარი სისხლი.

რიგი ფაქტორების ზემოქმედების გამო, შესაძლებელია დროთა განმავლობაში აორტის კედელი დაზიანდეს და ლოკალურად გაფართოვდეს, რასაც უკვე ეწოდება აორტის ანევრიზმა. რადგან პაციენტებს მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში უმეტესწილად სიმპტომები არ აქვს, ამიტომაც მიიჩნევა ეს საკმაოდ საშიშ პათოლოგიად, თუმცა ერთი მარტივი გამოკვლევით გეგმურ ვიზიტზე, მუცლის ღრუს ულტრაბგერით შესაძლებელია ამ დაავადების დიაგნოსტირება და შემდგომ არსებობს მკურნალობის თანამედროვე გზები. პაციენტებს ვისთანაც უკვე ამ დაავადების დიაგნოზი დასმულია, ამ შემთხვევაში ჩვენთან ხდება თანამედროვე ენდოვასკულარული მიდგომით,
მუცლის აორტის ანევრიზმაში სტენტ გრაფტის იმპლანტაცია, რაც წარმოადგენს ძალიან მარტივ მეთოდს ღია ქირურგიასთან შედარებით. რეკომენდაციის სახით, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევა…“, – ამბობს ექიმი.

✕