დაჰყავს სტუმრად მოხუც ნათესავებთან, აძლევს დასვრის ნებას... - აღზრდის 10 წესი ქეით მიდლტონისგან

გაუჩინარებული ქეით მიდლტონი

უელსის პრინცესა სამეფო ვალდებულებებს, საზღვარგარეთ მოგზაურობებს და ღონისძიებებს ჩვეულებრივ საოჯახო საქმეებს უთავსებს. მეუღლესთან ერთად ქეით მიდლტონი 3 შვილს ზრდის. მისი აღზრდის რამდენიმე წესი ცნობილია და სწორედ მათ გიზიარებთ.

1. აძლევს ბავშვებს არჩევანის უფლებას

უიელსელი წყვილი ბავშვებს თავს არ ახვევს საკუთარ პრინცებს და არ აძალებენ იმ აქტივობებს, რომლებიც ბავშვებს არ მოსწონთ. მაგალითად, 2020 წელს უილიამს ჰკითხეს, იყო თუ არა ჯორჯი ასტონ ვილა FC ისეთივე გულშემატკივარი, როგორც თავად. "არა, ჩვენ არ ვცდილობთ დავარწმუნოთ ის, რომ ვილას ფანი გახდეს", - უპასუხა პრინცმა უილიამმა. - მივეცით მას ნება, აირჩიოს. მთავარია ის იპოვნოს რაც მისი შესაფერისია.“ 

2. ხშირად დაჰყავს შვილები სტუმრად მოხუც ნათესავებთან

ოჯახი არასდროს უშვებდა ხელიდან შესაძლებლობას, შვილები დედოფლის მოსანახულებლად წაეყვანა. ქეითი ასევე ახლოსაა მშობლებთან, კეროლ და მაიკლ მიდლტონებთან და კემბრიჯელები ხშირად რჩებიან მათთან ბაკლბერის სამკვიდროში. 

3. უყვარს ჩახუტება

ერთ დღეს, საჯარო ღონისძიების დროს, ქეითს მიუახლოვდა ფანი, სახელად ჯანეტ ემერი. თბილად მოეხვია ჰერცოგინიას და მანაც  იგივეთი უპასუხა. "ჩახუტება ნამდვილად მნიშვნელოვანია", - თქვა მიდლტონმა. ”ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები ამას.”

4. უყურებენ ფილმებს და მულტფილმებს ერთად

დიახ, სამეფო ოჯახის წევრებიც კი იყენებენ iPad-ებს ბავშვების გასართობად და ხანგრძლივი ფრენების დროს სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პრინციპი "ჩართეთ ეს მათთვის და მოდით დავისვენოთ" აქ არ მუშაობს. ქეითი და უილიამი მათთა ერთად უყურებენ ბავშვების საყვარელ შოუს. 2018 წელს ოჯახმა გამოაცხადა, რომ პრინც ჯორჯს პეპა გოჭი უყვარს და ყოველთვის იმედი აქვს, რომ მის მშობლებსაც მოსწონთ ეს მულტფილმი. „უნდა აჩვენო, რომ მართლა გაინტერესებს. მაგალითად, ჯორჯი ძალიან ნერვიულობს, თუ საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ გმირებს“, - განმარტა უილიამმა. ვრცლად