რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
დღეიდან საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში ბევრი სიახლით იხსნება. შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა და განახლდა საგნობრივი სტანდარტები, რის საფუძველზეც მიმდინარეობს ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი. მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში უკვე ახალი სახელმძღვანელოები დახვდებათ. დაწყებით საფეხურზე შემოდის სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება. ასევე სკოლებში ამოქმედდება მობილური ტელეფონებისა და ჭკვიანი საათების გამოყენების მიზნობრივი შეზღუდვის წესი.
დღესვე ქვეყნის მასშტაბით სააღმზრდელო პროცესი იწყება ყველა საბავშვო ბაღში, როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაგა-ბაღებში.