დაავადებები, რომელსაც ყავა იწვევს

ყავა

როგორ რეაგირებს ყავაზე ჩვენი ორგანიზმი? იმატებს ჰორმონ კორტიზოლის დონე, რომელიც ისედაც მაღალია დილას. როდესაც გაღვიძებისთანავე ყავას მივირთმევთ, მისი რაოდენობა მეტად იმატებს, და როცა რამდენიმე საათში კორტიზოლის დონე იკლებს, ვგრნობთ დაღლიოლობას, რეალურად დონემ კი არ დაიკლო საჭიროზე მეტად, უბრალოდ მანამდე იყო მომატებული ხელოვნურად. ხო და შემდეგ ისევ ვსვამთ ყავას და ისევ ხელოვნურად იწევა კორტიზოლის დონე. ჩვენს ორგანიზმში კორტიზოლის დონე რეალურად გაღვიძებიდან 3 -4 საათში იკლებს. და ყავის მიღებაც მაშინ არის ყველაზე მეტად სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის.

სისტემატურად ყავის მიღება დილაობით,  იწვევს ჩვენი ორგანიზმის გაზარმაცებას. მან იგრძნო, რომ მეტი რაოდენობით ვაწვდით ჰორმონს და თვითონ ნაკლების გამომუშავება დაიწყო. ნელ-ნელა ორგანიზმი ტოლერანტული ხდება ყავის მიმართ და სულ უფრო მეტია საჭირო სასურველი შედეგის მისაღწევად.

დილით ადვილად გამოფხიზლების საუკეთესო საშუალება კარგად გამოძინებაა. კარგია თუ ძილამდე ექვსი საათითი ადრე არ მივიღებთ კოფეინის შემცველ სასმელს.

გაღვიძებისთანავე ჭიქა წყალი მივირთვათ და შემდეგ შეგვიძლია მოვიმზადოთ გემრიელი სასმელი, რომელიც ყავის ალტერნატივა იქნება ჩვენთვის. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

ვარდკაჭკაჭას ყავა

მას ყავის მსგავსი გემო აქვს მაგრამ არ შეიცავს კოფეინს და მშვენიერი ჩანაცვლებაა მათთვის ვინც კოფეინს უნდა მოერიდოს. ამბობენ, რომ ვარდკაჭკაჭას ფესვის მოხალვა და ყავის მაგიერ გამოყენება 1800 - იან წლებში საფრანგეთში, ყავის დეფიციტისას დაიწყეს და დღემდე პოპულარობით სარგებლობს მისი მდიდარი შემადგენლობის გამო.

მატჩას ჩაი

კოფეინი რომელსაც ვიღებთ ამ სასმელისგან აღავსებს მეტად პოზიტიური ენერგიით, ვიდრე აღგზნებადობით. ამ ნაყენის მიღება ამცირებს გულ-სისხლძაღვთა დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის და კიბოს რისკს. ამბობენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე სამურაები მატჩას ჩაის მიირთმევდნენ.

ოქროსფერი რძე - თაფლი, კურკუმა, კარდამონი

თბილი რძე თაფლით კურკუმათი და კარდამონით, სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი და ჯანჯაფილი. ეს ოქროსფერი სასმელი 2500 წელს ითვლის ქრისტესშობამდე და ფართოდაა გავრცელებული აიურვედულ მედიცინაში. იგი ეხმარება ორგანიზმს ქოლესტერინის დონის შემცირებაში და აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარუნარიანობას.

სახლში დამზადებული კაკაო

თუ ყავაზე დამოკიდებული ადამიანი ხართ და თვლით რომ უნდა ჩაანაცვლოთ კოფეინის შემცველი სხვა სასმელით კაკაო მშვენიერი ალტერნატივაა.

დაამატეთ კაკაოს ფხვნილი თბილ რძეს და მიირთვით.

ჩაი დარიჩინით და თაფლით

იგი პოპულარულია ჩინურ მედიცინაში. მის სასარგებლო თვისებებს შორის გამოირჩევა სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის ხელშეწყობა. შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებაა და ხელს უწყობს წონის კლებას.