1781607543
„ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის მიცემა...“ - ექიმ ლევან შენგელიას რჩევები
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„საღამოობით 2 სანტიმეტრამდე დაბლები ვართ, ვიდრე დილით. გრავიტაციის გამო ხერხემლის დისკები პრესს განიცდიან და სითხეს კარგავენ.
ერთი ადამიანის პირში მეტი ბაქტერია ცხოვრობს, ვიდრე ადამიანი დედამიწაზე.
მთელი სხეულის ძვლების ნახევარზე მეტი ხელებში და ფეხებშია.
ჩვენი სხეული უფრო მეტი ბაქტერიებისგან შედგება, ვიდრე “ჩვენივე” უჯრედებისგან
ოფლი ოლფაქტორულად ნეიტრალურია, მხოლოდ კანის ბაქტერიები აძლევენ მას სპეციფიკურ სუნს.
ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო კანია, ყველაზე პატარა - ეპიფიზა (ტვინის არეალი, რომელიც მელატონინს გამოჰყოფს)
სხეულის ყველაზე მაგარი ქსოვილი არის კბილის მინანქარი.
წარბების მთავარი ფუნქციაა თვალები დაიცვან შუბლიდან მომდინარე ოფლისგან.
მთაში წონა ნაკლებია, ვიდრე ბარში. ასევე ნაკლებს ვიწონით ეკვატორთან ახლოს, ვიდრე პოლუსებთან.
გაფანტული სკლეროზის სიხშირე იზრდება, რაც უფრო შორს ვცხოვრობთ ეკვატორიდან.
კონტრაცეპცია მარტო ქალის საზრუნავი ნამდვილად არ არის, რადგან მათ აბებს სერიოზული გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეთ.
სექსის შემდეგ მოშარდვა იცავს საშარდე გზების ინფექციებისგან, განსაკუთრებით ქალებს.
ტვინს არ აქვს ნოციცეპტორები - ანუ ტკივილის შეგრძნება. შესაბამისად შესაძლებელია ფხიზელ პაციენტს ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდეს.
კიდურების ამპუტაციის შემდეგ ტვინი მაინც "ფიქრობს", რომ ის კიდური არსებობს. ამის უკიდურესი ფორმაა ფანტომური ტკივილი (phantom pain)
ძლიერი ესპრესოს პირველივე ყლუპზე გულის აჩქარება ყავასთან არ არის კავშირში, არამედ ჩვენს მოლოდინთან.
შენი ცხოვრება დიდწილად შენივე გადაწყვეტილებების რეზულტატია.
ჰემოროიდული პრობლემები, იგივე ბუასილი არ ტეხავს. დროულად მიდი პროქტოლოგთან, მალამოები იშვიათად და მხოლოდ იოლ ფორმებს შველის.
ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირინის მიცემა.
დავნერგოთ საშვილიშვილოდ: არ ვაკეთებთ კომენტარს ადამიანის წონაზე!
ერთი არასწორი რეპლიკა და ადამიანს შეიძლება დაიწყოს კვებითი აშლილობა ცხოვრების ბოლომდე, მყოლია თან ასეთი არაერთი პაციენტი.
სხვისი ბავშვის ლოყებს დაანებე თავი! შენ რაც გისწორდება, ბავშვს ძალიან უტყდება და ხშირად ვერც იგებს, რა ხდება!
ოპტიმიზმი ცხოვრებას ახანგრძლივებს!
მექანიკური სექსი მხოლოდ პენეტრაციით მშრალი პურის ჭამას ჰგავს დელიკატესებით სავსე სუფრაზე“,- წერს ლევან შენგელია.











