არ დააკეროთ ტანსაცმელზე ღილები... - 7 რამ რისი გაკეთებაც ახალ წლამდე არ შეიძლება

კერვა~

წინასაახალწლო დღეებში გარკვეულ აკრძალვებსაც აქვს ადგილი - ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ პარაფსიქოლოგები და ბიოენერგეტიკოსები. ქვემოთ გაგაცნობთ მათ მიერ შემოთავაზებულ 7 რჩევას, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, დამდეგი წელი თქვენთვის წარმატებულად ჩაივლის.

მაშ ასე, რისი გაკეთება არ შეიძლება წინასაახალწლო დღეებში?

  1.  ახალ წლამდე ერთი კვირის მანძილზე არ უნდა გამოიყენოთ ახალი ნივთები: არ ჩაიცვათ ახალი ტანსაცმელი, ახალი აქსესუარები და ა.შ. შეინახეთ ისინი ახალი წლის ღამისთვის.

    2. ახალ წლამდე ერთი კვირის მანძილზე არ დააკეროთ ტანსაცმელზე ღილები, არ დაკემსოთ, არ წაიღოთ ფეხსაცმელები შესაკეთებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ წელს ვერაფერ ახალს ვერ შეიძენთ. 

    3. ახალი წლის ღამით სურვილის ჩაფიქრებისას ნუ გამოიყენებთ ნაწილაკს "არ": მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ჩაიფიქროთ "არ გავხდეთ ავად", ჩაიფიქრეთ "ვიყოთ ჯანმრთელნი".

    4. ახალ წელს ნუ შეხვდებით მხოლოდ ქალების გარემოცვაში. თუ ამას მაინც ვერ აღწევთ თავს, ზუსტად 12 საათზე თავზე ხელი გადაუსვით მამრობითი სქესის შინაურ ცხოველს. შეეცადეთ, რომ ახალი წელი პირველმა მამაკაცმა მოგილოცოთ.

    5. საახალწლო სუფრისთვის არავითარ შემთხვევაში არ მოამზადოთ კერძი ისეთი ცხოველებისგან, რომლებიც უკან დადიან, როგორიცაა, მაგალითად კიბორჩხალა, ხამანწკები და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამდეგ წელს ყველა ძველი პრობლემა ისევ იჩენს თავს.

    6. იმისათვის, რომ დამდეგ წელს თავიდან აიცილოთ ზარალი, 1 იანვარს არ დაგავოთ სახლი და არ გადაყაროთ ნაგავი.

    7. 31 დეკემბრიდან 19 იანვრამდე არ აიღოთ ვალი და არც თავად ასესხოთ ფული, თორემ მთელი წელი ფინანსური პრობლემები გექნებათ. იმავე მიზეზით,