„ამ თილისმის ტარება ღირს, თუ მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ დაგეგმილი“ - ნახეთ ეზოთერიკოსის რჩევა

ფული ზოდიაქო

ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნივთს შეუძლია თილისმის როლი შეასრულოს და მოახდინოს ფულის მოზიდვა თქვენს ცხოვრებაში.

ჯერ კიდევ ძველ დროში, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ სხვადასხვა ნიშნები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის, იღბლის და სიმდიდრის შემოტანას სახლში. გარდა ამისა, ამისათვის ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ამულეტებს და თილისმებს. ფულის მოსაზიდად ისინი ჯიბეში უნდა ჩაგედო და გამუდმებით გეტარებინა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთი მათგანის ჩამონათვალს:

თხილის ტოტი
ფულის მოზიდვის ერთ-ერთი თილისმა არის თხილის ტოტი. ხიდან უნდა მოტეხო და მარცხენა ჯიბეში ჩაიდო. ის მოიზიდავს წარმატებას და სიმდიდრეს. ასევე, ამ თილისმის ტარება ღირს, თუ მნიშვნელოვანი საკითხი გაქვთ დაგეგმილი. ის დაგეხმარებათ სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ მოგვარებაში.

ფეტვი ან ბრინჯი
ბურღული ყოველთვის სიმდიდრის ნიშნად ითვლებოდა. თუ სუფრაზე პური გაქვთ, მშიერი არ იქნებით. ფეტვი ან ბრინჯი ფულის მოსაზიდად გავრცელებული ერთ-ერთი თილისმაა. უნდა აიღოთ ნაჭრის პატარა ჩანთა, შიგნით ჩაყაროთ მარცვლეული და ჩადოთ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში. დარწმუნდით, რომ ჩანთა მჭიდროდ არის შეკრული და არ დაუშვათ, რომ მარცვლები დაიმსხვრეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, უფულობა გელით. სრულად