ამ სამი თვისებით გაიგებთ, რამდენად ჭკვიანია თქვენი კატა

კატა

კატების ინტელექტი რამდენიმე მაჩვენებლით ფასდება - დაწყებული ადამიანის სიგნალების გაგებიდან, ამოცანების გადაწყვეტით დასრულებული. ვეტერინარებმა პორტალ Kinship-ს უამბეს, როგორ უნდა გაარკვიოთ, რამდენად ჭკვიანია თქვენი კატა და რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რათა თქვენი ფაფუკი მეგობარი უფრო ჭკვიანი გახდეს.

ნიშან-თვისებები, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენი კატა შეიძლება ძალიან ჭკვიანი იყოს
1. რუტინის სწრაფად სწავლა
თუ თქვენი კატა კართან გელოდებათ ზუსტად იმ დროს, როცა საყვარელი პატრონი უნდა მოვიდეს, ან სამზარეულოში ჩნდება იმ წამს, როცა მაცივრის კარი იღება, ეს ჯადოქრობა არაა. კვლევები აჩვენებს, რომ კატები დროის სწავლას იყენებენ, ამოიცნობენ დროის კანონზომიერებებს და აკავშირებენ მათ მოსალოდნელ შედეგებთან. მაგალითად, როცა თქვენ ხურავთ ლეპტოპს და ასრულებთ მუშაობას, მათთვის ეს ნიშნავს, რომ დასვენების დროა.

2. კვლევების მიხედვით, შინაური კატები სწავლობენ ე.წ. შეცდომის მეთოდით და სწრაფადვე უარს ამბობენ არაეფექტურ სტრატეგიებზე დაბრკოლებების გადალახვისას.

3. ადამიანებთან მაღალი კომუნიკაციური უნარები
ჭკვიანი კატები თავიანთ ქცევას იმაზე დაყრდნობით ცვლიან, როგორ რეაგირებენ ადამიანები. კატები არა მხოლოდ არჩევენ ადამიანის ხმებს, იმისთვის, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყრონ, ზოგიერთი კატა ჟესტებსაც ცვლის: მაგალითად, თათით შეხებას ან თვალით კონტაქტს, იმის მიხედვით ცვლის, რომელი მოქმედებაა უფრო ეფექტური სასურველი შედეგის მისაღებად. 

ზოგიერთი ჯიში უფრო ჭკვიანია?
კვლევები აჩვენებს, რომ გენეტიკა მნიშვნელობის მქონეა, თუმცა მთლიან სურათს ვერ განსაზღვრავს. ჰელსინკის უნივერსიტეტის ფართო კვლევაში განხილული იყო 5726 კატა 19 ჯიშიდან. აღმოჩნდა, რომ ქცევითი თავისებურებების დაახლოებით 40–50% მემკვიდრეობითია, ხოლო დანარჩენი ნახევარი გარემოსა და გამოცდილების გავლენით ყალიბდება.

ამიტომ ინტელექტთან დაკავშირებული ქცევის ზუსტი პროგნოზირება მხოლოდ ჯიშით შეუძლებელია.